მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მესამე კვარტალში ვიზიტორთა რაოდენობისა და შემოსავლების ზრდას ველოდებით - მაია ომიაძე

news image
mbc image

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა. მაია ომიაძის თქმით, მიუხედავად წლის დასაწყისში არსებული გამოწვევებისა, სწორმა და თანმიმდევრულმა დივერსიფიკაციის პოლიტიკამ შესაძლებელი გახადა დანაკარგების მინიმიზაცია, ხოლო ზაფხულის აქტიურ სეზონზე ტურისტული ნაკადებისა და შემოსავლების თვალსაზრისით პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება.

"წლის დასაწყისში, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი გამოწვევა იყო, მაგრამ მიუხედავად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საომარი მოქმედებებისა, ჩვენ შევძელით ამ რეგიონის ტურისტული ბაზრებიდან დანაკარგების შემცირება. ამისათვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, სანამ ზაფხულის სეზონი დაიწყებოდა, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ დანაკარგები მინიმუმამდე დაგვეყვანა მეორე კვარტალშივე. რაც შეეხება მესამე კვარტალს, საკმაოდ აქტიური სეზონი იყო. არ მინდა წინ გავუსწრო ციფრებს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან კარგი მესამე კვარტალი იქნება. წლის ჭრილში, როგორც ტურისტების ოდენობის, ისე შემოსავლების თვალსაზრისით, წინა წელთან მიმართებით პოზიტიური დინამიკა შენარჩუნდება", - აღნიშნავს მაია ომიაძე.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, სტაბილური ზრდისა და რყევების პერიოდში ბალანსის შენარჩუნების მთავარი გარანტია ახალი სამიზნე ბაზრების ათვისება და პირდაპირი ფრენების გეოგრაფიის გაფართოებაა.

"ჩვენ რაც მოვახერხეთ და შევძელით, ეს არის ჩვენი თანმიმდევრული, დივერსიფიცირებული პოლიტიკის შედეგი. როდესაც ერთ ბაზარზე არ ხარ დამოკიდებული და მუშაობ რამდენიმე ბაზარზე, გარკვეული რყევების პერიოდში ახერხებ იმას, რომ გარკვეულწილად ჩაანაცვლო ან გადაიტანო ნაკადები ერთი ბაზრიდან მეორეზე. აქტიურად ვიმუშავეთ როგორც ჩინეთის მიმართულებით, ისე ევროპის და შუა აზიის ქვეყნებთან დაკავშირებით. მოხდა ახალი რეისების დანიშვნა და არსებული სიხშირეების გაზრდა", - აცხადებს მაია ომიაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა