MG travel-ი მომხმარებელს შერჩეულ რეისებზე 20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს
მხოლოდ დღეს 20% ფასდაკლება შერჩეულ რეისებზე - ამის შეაახებ ინფორმაციას ტურისტული სააგენტო MG travel-ი Facebook-ზე ავრცელებს.
„აირჩიეთ სასურველი მიმართულება და იმოგზაურეთ 1 სექტემბერი - 14 დეკემბრის პერიოდში საუკეთესო ფასად. დაგვიკავშირდით messenger-ში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ტურისტული სააგენტო მომხმარებელს სასტუმროების ჯავშნებს, ტურების დაგეგმავს,ტრანსფერებს, ავიაბილეთების დაჯავშნას, სამოგზაურო დაზღვევასა და კორპორატიული სერვისს სთავაზობს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.