მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

M&I ფორუმს შეუძლია დიდი წარმატება მოუტანს მთელს ქვეყანას და ჩვენს ინდუსტრიას - სოფო მესხი

news image
mbc image

2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi  2024“  მასპინძელი იქნება.   ღონისძიების ფარგლებში კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ საქმიანი კონტაქტები დაამყარონ საერთაშორისო კომპანიებთან.

„ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავია ის რომ M&I ფორუმს 2024 წელს თბილისი უმასპინძლებს. ამ ღონისძიებას შეუძლია დიდი წარმატება მოუტანს მთელს ქვეყანას და ჩვენს ინდუსტრიას.

პირადად ნამყოფი ვარ M&I- Forum-ზე ესპანეთში, ის გამოირჩევა ორგანიზების უმაღლესი ხარისხით, საერთაშორისო აღიარებით და დამსწრე მაღალი დონის კომპანიებით, ეს არის ფორმატი რომელსაც მთელი მსოფლიოს წამყვანი სააგენტოები და ივენთ კომპანიები ესწრებიან, შესანიშნავი პლატფორმა და შესაძლებლობა ქვეყნის, რეგიონის, სასტუმროების თუ სხვადასხვა გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაზიარების და ახალი პარტნიორების მოძიების“, -აცხადებს რადისონ ბლუ ივერიის წარმომადგენელი. სოფო მესხის თქმით მასშტაბური ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალი კავშირების დამყარებას პოტენციურ პარტნიორებთან.

„დარწმუნებული ვარ ღონისძიების საქართველოში ჩატარება დიდ დადებით ეფექტს მოუტანს ტურიზმის ინდუსტრიას, ქვეყანა მოიზიდავს უფრო მეტ MICE სააგენტოს, მეტ მოგზაურს და თბილისში მასპინძლობა კიდევ ერთხელ დაარწმუნებს თითოეულ მონაწილეს თუ რამდენად საინტერესო, გამორჩეული და უსაფრთხოა ჩვენი ქვეყანა.

 მჯერა ბევრი საინტერესო ევროპული, ამერიკული და აზიური საქმიანი ტურიზმის წარმომადგენელი ეწვევა თბილისს 2024 წელს, და შევძლებთ ახალი საქმიანი კავშირების დამყარებას,“-განაცხადა სოფო მესხმა.

საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე  საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან  100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან.

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა