მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7195.6
0.0057
flag
AZN 1.5566
-0.0006
flag
CNY 38.915
-0.0011
flag
EUR 3.0177
0.0144
flag
GBP 3.498
0.0127
flag
KZT 54.55
-0.0001
flag
TRY 0.0568
-0.0001
flag
USD 2.6462
-0.0006
news banner

მიმდინარე გლობალური მოვლენები მარტივი არ იქნება არც ჩვენთვის და არც ზოგადად ტურიზმის სექტორისთვის, თუმცა შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ამ პროცესს საქართველო შედარებით იოლად გადალახავს - მაია ომიაძე

news image
mbc image

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, საქართველოს ტურისტული სტრატეგია ორიენტირებულია მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვაზე. როგორც  ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მაია ომიაძემ განმარტა, ტურისტულ სექტორში არსებობენ კომპანიები, რომლებიც წლების განმავლობაში კონკრეტულ ბაზრებზე, მათ შორის გერმანიისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით, მუშაობენ, თუმცა ახალი ბაზრების ათვისებისკენ მიმართული ინიციატივები და საერთაშორისო გამოფენები ბიზნესს დამატებითი შესაძლებლობების შექმნისკენ  უბიძგებს.

„ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ სექტორს ახალ ინიციატივებსა და მონაწილეობას საერთაშორისო გამოფენებში ახალ ბაზრებზე გასასვლელად. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი კომპანია ამ შესაძლებლობებს აქტიურად იყენებს და მუდმივად სინჯავს ძალებს ახალ მიმართულებებზე.

როდესაც ინდოეთსა და ჩინეთში მარკეტინგული ღონისძიებები დავიწყეთ, გამოცდილი და ტრადიციულ ბაზრებზე მომუშავე მსხვილი კომპანიები ამ ახალ გამოწვევას სიამოვნებით დათანხმდნენ. ისინი ჩვენთან ერთად აქტიურად იწყებენ მუშაობას ახალ მიმართულებებზე, რადგან რეალურად სწორედ ამ ბაზრებშია მომავალი.

ინდოეთიდან და ჩინეთიდან მოგზაურთა ნაკადები გლობალურად იზრდება. დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს, ამ ქვეყნებიდან ტურისტების გარკვეული წილი მოიზიდოს. ამას კარგად ვაცნობიერებთ როგორც ჩვენ, სახელმწიფოს წარმომადგენლები, ისე კერძო სექტორიც - ეს პასუხისმგებლობა გაზიარებულია, რადგან ასეთი მასშტაბური შედეგების მიღწევა მხოლოდ ერთობლივი მუშაობითაა შესაძლებელი სხვაგვარად წარმატება წარმოუდგენელია.

ტურიზმის განვითარება ავიაციის გარეშე, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. თუ ჩვენ ერთობლივად არ ვიმუშავეთ ახალი მიმართულებების ათვისებასა და სიხშირეების დამატებაზე, მხოლოდ კამპანიები სასურველ შედეგს ვერ მოიტანს.

სწორედ ამიტომ, ჩვენ არა მხოლოდ დამოუკიდებელ მარკეტინგულ კამპანიებს ვატარებთ სხვადასხვა ბაზარზე, არამედ ავიაკომპანიებთან ერთად ვახორციელებთ ერთობლივ აქტივობებსაც. ეს არის ძალიან ეფექტიანი ხელსაწყო, რათა ახალი საჰაერო მიმართულების დამატების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ცნობადობა და რეისების მაქსიმალური დატვირთულობა.

ტურიზმის ინდუსტრია და მასში ჩართული ბიზნესსექტორი საკმაოდ ჭრელია, სერვისები მრავალფეროვანია და, შესაბამისად, მიდგომებიც ბაზრებისა თუ მომსახურების სახეობების მიხედვით ძალიან ინდივიდუალურია.

ნამდვილად გიდასტურებთ, რომ მიმდინარე მსოფლიო მოვლენები მარტივი არ იქნება არც ჩვენთვის და არც ზოგადად ტურიზმის სექტორისთვის, თუმცა შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ამ პროცესს საქართველო შედარებით იოლად გადალახავს“, - განმარტავს მაია ომიაძე.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ტურიზმი 2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით - ტურიზმიდან შემოსავალმა გასულ წელს $4.7 მილიარდი შეადგინა l ირაკლი კობახიძე

26.06.2026.13:40

ტურიზმი 2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით - ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 4.7 მილიარდი დოლარი გასულ წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელს საქართველომ უმასპინძლა 7.8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს.

„ტურიზმი 2025 წელი იყო რეკორდული შემოსავლების თვალსაზრისით. ტურიზმიდან შემოსავალმა შეადგინა 4.7 მილიარდი დოლარი გასულ წელს. 2025 წელს ვუმასპინძლეთ 7.8 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს, აქედან 5 522 000 იყო ტურისტული ვიზიტი. ამ ნაწილში გვაქვს 8.4%-იანი ზრდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, რაც დაეტყო ბუნებრივია ტურისტულ ნაკადებს, ტურიზმიდან შემოსავლები ამის მიუხედავად 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაიზარდა 0.5%-ით. ამავე კვარტალში, წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, საქართველოს აეროპორტები მოემსახურა 4.3%-ით მეტ მგზავრს, 1 600 000-ზე მეტი იყო მგზავრთა რაოდენობა, შესრულდა 7 800 რეისი.

ამ პერიოდის განმავლობაში გაიხსნა 20 ახალი სასტუმრო დაახლოებით 1 000 სასტუმრო ნომრით. დღევანდელი მდგომარეობით საქართველოში ფუნქციონირებს 2 691 სასტუმრო 53 000 ნომრით. ძალიან მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობები ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩვენთვის სტრატეგიულ ბაზრებზე", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა