მნიშვნელოვანია აჭარის პოტენციურ ტურისტებს გავაცნოთ როგორი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები გააჩნია ჩვენს რეგიონსა და ქვეყანას - თინათინ ზოიძე
იტალიელმა და ესპანელმა ინფლუენსერებმა აჭარაში იმოგზაურეს. ტურის ფარგლებში მოგზაურებმა ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებთან ერთად ბოტანიკური ბაღი, პეტრას ციხე და მთიანი აჭარა მოინახულეს. ქედის ძირითადი ტურისტული ადგილების გადაღების შემდეგ ისინი ჩირუხის მთას სტუმრობდნენ, სადაც საზაფხულო იალაღებზე ავთენტური აჭარული ხის სახლების გადაღების, ადგილობრივების, ჩირუხის ორზოლიანი ზიპლაინის გამოცდისა და შუამთის ტბების მონახულების საშუალება ჰქონდათ. უცხოელმა მოგზაურებმა ასევე დალაშქრეს მტირალას ეროვნული პარკი და იქ არსებული ტურისტული სერვისებით ისარგებლეს. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები ათასობით გამომწერს უზიარებდნენ. ინფლუენსერები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ.

“ვაგრძელებთ სამიზნე ქვეყნებიდან რეგიონში ჟურნალისტების, ინფლუენსერებისა და ტუროპერატორების მოწვევას. ამჯერად, სტუმრად გვყავდა ინფლუენსერები ესპანეთიდან და იტალიიდან, რომლებმაც ჩვენს სამიზნე აუდიტორიას აჩვენეს თუ რისი ნახვა თუ გამოცდაა შესაძლებელი აჭარაში მოგზაურობისას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგიონის პოტენციურ ტურისტებს გავაცნოთ როგორი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ადგილები და ბუნება გააჩნია ჩვენს რეგიონსა და ქვეყანას. მედია-ინფო ტურების ორგანიზებას წლის ბოლომდე აქტიურად გავაგრძელებთ, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აჭარის პოპულარიზაციას,” განაცხადა თინათინ ზოიძემ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.