მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

#მოდისანახავად - გურჯაანის ღვინის ფესტივალი ხვალ, 12 ოქტომბერს გაიმართება

news image
mbc image

ფესტივალს წელს მუსიკალურად  ყველასათავის საყვარელი მუსიკოსები და  მომღერლები გააფორმებენ

ყველაზე ხალხმრავალი ფესტივალის 8 წლიანი ისტორია გრძელდება. წელს გურჯაანის ღვინის ფესტივალი 12 ოქტომბერს, ტრადიციულად მეღვინეობის ქალაქ გურჯაანში, ახტალას პარკში  გაიმართება.  

 

სხვადასხვა ტიპის, ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს სპეციალურად ღვინის ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფები და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძები დაამშვენებს. შემოდგომის ფერებით აჭრელებულ ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში  ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.

 

ფესტივალს წელს მუსიკალურად გააფორმებენ ყველასათავის საყვარელი მუსიკოსები და  მომღერლები დათუნა სირბილაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ასევე ქართული ბენდები, როგორიცაა, „შვიდკაცა“, „ქართული ხმები“ და „უნისონი“. სტუმრების  განწყობაზე ადგილობრივი მუსიკოსები და ფოლკლორული ანსამბლები იზრუნებენ: ნათია ქოროღლიშვილი, ტატო გოდერძიშვილი, ფოლკლორული ანსამბლი „გურჯაანი“, ლ.მუღალაშვილის სამუსიკო სკოლა, ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი „ჰანგები“, ფოლკლორული ანსამბლი „ხარება“ დაბავშვთა ფოლკლორული გუნდი გურჯაანი. გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ყველასათავის ნაცნობ და საყვარელ ჰიტებს შეასრულებენ მუსიკოსები კატო კვარაცხელია, ლუკა თოფურია და ნოდარიკო ხუციშვილი, დასასრულს, ფესტივალის სტუმრების წინაშე წარსდგება  Dj Chinau.

 

ფესტივალზე, სტუმრებს საშუალება ექნებათ, ქართული მრავალხმიანი სიმღერის ფონზე, მონაწილეობა მიიღონ ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სპორტულ შეჯიბრებებსა და სხვა გასართობ აქტივობებში. გურჯაანის ახტალის პარკში განლაგებული 10-ზე მეტი სივრცე სტუმრების სურვილებზე იქნება მორგებული. წარმოდგენილი იქნება სომელიეების შოუ და IWSC-ის ოქროს მედალოსანი ღვინოები. ასევე, მოეწყობა ქართული ბაზარი, ხილისა და ბოსტნეულის, კახური ტკბილეულისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

„მოხარულები ვართ, რომ გურჯაანის ღვინის ფესტივალი წლიდან წლამდე იზრდება და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ მონაწილეებისა თუ სტუმრების დიდ სიყვარულს. ეს, რა თქმა უნდა, გვახარებს, ძალას გვმატებს და ამავდროულად დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს იმისთვის, რომ ფესტივალი ყოველ ჯერზე განსხვავებული და დასამახსოვრებელი გავხადოთ ყველასთვის. ჩვენი სამუშაო გაზაფხულიდან იწყება და ვცდილობთ თითოეულ დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება, თითოეულ მონაწილეს მივუდგეთ ინდივიდუალურად და ვეცადოთ მათთვის საინტერესო გავხადოთ ჩვენს ფესტივალზე მონაწილეობის მიღება. ალბათ, ამიტომაც არის, რომ დღეს ქვეყანაში გურჯაანის ღვინის ფესტივალი მონაწილეთა და სტუმართა ხალხმრავლობით გამოირჩევა.

-  ფესტივალის მნიშვნელობასა და მონაწილეთა დაინტერესებაზე საუბრობენ  საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლები.

 

გურჯაანის ღვინის ფესტივალზე ბავშვთა სივრცეში პატარებსაც  ჟრიამული და მხიარულება ელით. აქ დაგხვდებათ სახალისო სპორტული შეჯიბრებები და მუსიკალური პროგრამები.   გურჯაანის სამუსიკო სკოლა, კაჭრეთის, ვაჩნაძიანის და ველისციხის სამუსიკო სკოლები,  საესტრადო როკ მუსიკა „კულტურის სარდაფი“,
გურჯაანის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ვოკალური ჯგუფი და ქენდი სტუდიო ფესტივალის პატარა სტუმრების განწყობაზე იზრუნებენ.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანი, უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის

ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურის გაცნობაა.
 

ფესტივალი ყოველ წელს იზრდება და იგი 2022 წლიდან სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით  საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსის (IWSC) ოფიციალური პარტნიორი გახდა.   

 

გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2024-ის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი, ოფიციალური სპონსორი  კი - მეღვინეობა თელიანი ველი.

 

ფესტივალის სპონსორები: m², საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო,

 

ფესტივალის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქპატენტი, წყალი ბაკურიანი, ბორჯომი, ბოლერო, გურჯაანის ნაყინი

 

ფესტივალის პარტნიორები: IWSC ,გურჯაანის მერია და ჯეპრა

 

ფესტივალის მედია პარტნიორები: ბიზნესპარტნიორი, ბიზნესი რუსთავი 2, ბიზნესპოსტი,

Ipress.ge, newsday.ge, cbw.ge, entrepreneur.com, კომერსანტი, რადიო უცნობი, Businesinsider.ge

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა