მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვეცნობი თქვენი ქვეყნის გამოცდილებას, ტურიზმის დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით აუცილებელია ტურიზმისთვის - გვატემალას ტურიზმის მინისტრი

news image
mbc image

მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს უკვე ეწვია 40 ქვეყნის მაღალი რანგის წარმოდგენელი, მინისტრი და 300 დელეგატი.  სტუმრებს შორისაა გვატემალას ტურიზმის მინისტრი ჰარის ვიზბეკი, რომელიც საქართველოში გაეროს მსოფლიო ორგანიზაციის ღონისძიების ჩატარებას აფასებს.

„საქართველოში პირველად ვარ, ჩემი ქვეყნიდან თქვენამდე საკმაოდ დიდი გზაა, მაგრამ ბევრი საერთო გვაქვს. ჩვენ გვაქვს უძველესი ისტორია, ორივე ქვეყანა ცნობილია კერძებით, ტრადიციებით, ეს ორივე მიმართულებას განსაკუთრებულს ხდის, ორივე ტურისტული ქვეყანა ავთენტურობით გამოირჩევა, რასაც მოგზაურები ეძებენ.  მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვეცნობი იმ გამოცდილებას, რომელიც თქვენს ქვეყანას აქვს.  ასევე იმ მინისტრების, კოლეგების შეხედულებებს რომლებიც აქ შეიკრიბნენ. ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ, რომელიც  განსაკუთრებით აუცილებელია ტურიზმისთვის“,- განაცხადა გვატემალას ტურიზმის მინისტრმა.

27 სექტემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან. გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.

საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს  ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე.

 

 

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა