მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მოლოდინია, რომ უკეთესი სეზონი გვექნება - Batumi World Palace Hotel

news image
mbc image

ბათუმში მდებარე სასტუმრო World Palace წელს უფრო დატვირთული ტურისტული სეზონის მოლოდინშია. როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმროს მენეჯმენტში განუცხადეს, სასტუმროში ჯავშნების უმეტესი ნაწილი უცხოეთიდან არის. 

ირკვევა, რომ Batumi World Palace Hotel-ში გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით ჯავშნებში დიდი ზრდა არ არის, თუმცა მენეჯმენტს იმედი აქვს, რომ Batumi World Palace Hotel-ს დატვირთულობა 2024 წელს უფრო მაღალი იქნება ვიდრე 2023 წლის ფაქტი იყო. სასტუმროში განმარტავენ, რომ უცხოელი ჯავშნებიდან ლიდერობენ გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან, ტაილანდიდან და თურქეთიდან შემოსული ჯავშნები. 

​„აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ტურისტულ კომპანიასთან და ამის მიხედვით გვაქვს ჯავშნებიც.აქტიური ჯავშნები გაქვს გერმანიიდან, ტაილანდიდან, ნიდერლანდებიდან და თურქეთიდან“, - აცხადებენ სასტუმროში. 

ირკვევა, რომ Batumi World Palace Hotel-ში ევროპელი ტურისტის საშუალო ღამისთევის მაჩვენებელი 4-5 ღამეა. 

დღეისათვის სასტუმროში ზაფხულის მაღალ სეზონზე, აგვისტოში ჯავშნების გაკეთება 260 ლარიდან შეიძლება, რომელიც მოიცავს სტანდარტულ ნომერს და  საუზმეს.

სასტუმრო Batumi World Palace Hotel-ში შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს, უბანს კი  "ძველი ბათუმი“  ეწოდება. ეს არის ძალიან ლამაზი ადგილი ისტორიულ დასახლებაში. შენობა სადაც დღეს სასტუმროა აშენებული ბეჟანიძეების გვარის მიერ 1790 წელს აშენდა. 1930 წელს კი შენობა პორტის ოპერაციებისათვის გამოიყენებოდა. 2010 წელს ისტორიული შენობა შესყიდულ იქნა კომპანიების ჯგუფის მიერ, რესტავრირდა მისი გარე და შიდა ფასადი.  2012 წლიდან კი შენობა იწყებს სტუმრების მიღებას და ბაზარზე ოპერირებს Batumi World Palace Hotel-ის სახელით. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა