მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე საქართველო კონკურენტუნარიანია, გამოვირჩევით ავთენტურობით, ხალხითა და სტუმარ-მასპინძლობით - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა  პანელურ დისკუსიაში: ტურიზმი საზღვრებს მიღმა: (Tourism Beyond Borders: Navigating the Changes) მიიღო მონაწილეობა. პანელური დისკუსია სიტყვით გახსნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

დისკუსიის მონაწილეებს მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო, თუ რატომაა პოსტკოვიდურ პერიოდში საქართველოს ტურისტული მიმართულება მთელ მსოფლიოში გამორჩეული.

 „მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე  საქართველო ძალიან კონკურენტუნარიანია,  რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც გამოირჩევა ავთენტურობით, ჩვენი მთავარი მამოძრავებელია ხალხია თავისი უნიკალურობით.  საქართველო ცნობილია სტუმარმასპინძლობით, ხშირად ისმის შეკითხვა - რატომ უნდა იმოგზაურონ საქართველოში? ჩვენ არამხოლოდ ოთხ სეზონური ტურისტული მიმართულება ვართ, არამედ გამოვირჩევით  მრავალფეროვანი  ტურისტული პროდუქტებით, რაც  ჩვენს ტურისტულ მიმართულებას აძლევს შესაძლებლობას, დავაინტერესოთ ნებისმიერი ტიპის მოგზაური მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კერძო სექტორი, რომელიც აქტიურად  ავითარებს მომსახურებას და ძალიან კარგად პასუხობს მოგზაურთა მოთხოვნებს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ: გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი  ნატალია ბაიონა, EUROCONTROL ევროპული მწვანე ცის დირექტორი ფილიპე მერლო,   Fly Dubai-ის  კომერციული ოპერაციებისა და ციფრული ვაჭრობის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ჯეიჰუნ ეფენდი,  Mastercard-ის აფრიკის, ახლო აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ევროპის ვიცე პრეზიდენტი ჰაისამ ფახმი.  დისკუსიის დროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრ,ა თუ რა მეთოდებით ხდება ტურისტების მოზიდვა საქართველოში. 

„ჩვენ ვიკვლევთ ჩვენი მომავალი მოგზაურების მოთხოვნებს - რა მიზნით ჩამოდიან, რომელ  ტურისტულ პროდუქტსა და  ტურისტულ ადგილებში დახარჯავენ უფრო მეტ თანხას. საქართველოს მთავრობა კერძო სექტორს უზიარებს ამ მონაცემებს.  პოტენციურ მოგზაურთა კვლევისას ძალიან კარგი მაგალითია გერმანია, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარია. ჩვენ შევისწავლეთ გერმანელ მოგზაურთა  მოთხოვნები,  შევარჩიეთ საკომუნიკაციო არხები, დავიწყეთ მოლაპარაკებები გერმანულ  ავიაკომპანიებთან, ორ წელიწადნახევრიანი აქტიური მუშაობის შედეგად დღეს საქართველოში გერმანიის 7 ქალაქიდან  5 ავიაკომპანია ოპერირებს.   მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს საქართველო გერმანიაში მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის მასპინძელი იყო, რაც ხელს უწყობს ქვეყნის  ცნობადის ამაღლებას მთელ მსოფლიოში",-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა