მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მსოფლიო ტურიზმის დღის გზავნილია ტურიზმი და მშვიდობა - გაეროს გენერალური მდივანი

news image
mbc image


გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ვებ-გვერდი მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „ტურიზმი და მშვიდობა“- 27 სექტემბერს, პირველად მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო მასპინძლობს. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი და საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი აჰმედ ალ ხათიბი გახსნიან. მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში.

„მსოფლიო ტურიზმის დღის გზავნილია ტურიზმი და მშვიდობა, ტურიზმი ხალხს აერთიანებს. მდგრად ტურიზმს შეუძლია საზოგადოების ტრანსფორმირება, სამსახურების შექმნა, ინკლუზიურობის ხელშეწყობა და ადგილობრივი ეკონომიკების გაძლიერება.
კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაფასებითა და შენარჩუნებით, ტურიზმს საშუალება აქვს შეამციროს დაძაბულობა და განავითაროს მშვიდობიანი თანაცხოვრება. ტურიზმი აძლიერებს მეზობლებს შორის ეკონომიკურ ურთიერთდამოკიდებულებას, თანამშრომლობასა და მშვიდობიან განვითარებას”,-განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
როგორც ანტონიო გუტიერეში აღნიშნავს ტურისტებს შეუძლიათ წვლილი შეიტანონ მშვიდობის დამყარებისა და კეთილდღეობის განვითარებაში.

„თითოეულ მოგზაურს შეუძლია ელჩი გახდეს, პატივისცემით ეკონტაქტოს ადგილობრივ მოსახლეობას, აღიაროს ჩვენი მრავალფეროვნება, საერთო ჰუმანურობა და ღირებულებები რაც ყველას გვაერთიანებს. მოდით ვიმოგზაუროთ პასუხისმგებლობით, ავაშენოთ ხიდები და ხელი შევუწყოთ კულტურებსა და ერებს შორის ურთიერთპატივისცემას.
ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია ტურიზმის ძალის გამოყენება, რათა ხელი შევუწყოთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“,-აცხადებს ანტონიო გუტიერეში.

ტურიზმის დღესთან დაკავშირებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ოფიციალური გვერდი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საიმიჯო ვიდეო რგოლს „სტუმარს“ ავრცელებს, სადაც საქართველოს ტურისტული პოტენციალია წარმოდგენილი.
მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველოში მთელი მსოფლიოდან ტურიზმის მინისტრები, მოადგილეები, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები ეწვევიან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურისტული კომპანიების პრეზიდენტები და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა