მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს სასწავლო პროგრამა ღვინის ტურიზმის წარმომადგენლებისთვის

news image
mbc image

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებით, იტალიის პროფესიონალ სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯუზეპე ვაკარინი თბილისში, ქუთაისსა და თელავში სასწავლო კურსს ატარებს.

 სასწავლო კურსს ღვინის ტურიზმის 120 წარმომადგენელი ესწრება.  კურსი საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის სტანდარტის მიხედვით შექმნილი საერთაშორისო სასწავლო პროგრამის ფარგლებში იმართება.

 სასწავლო პროგრამის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

“საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით საქართველოს ეწვია იტალიის პროფესიონალ სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც მასტერკლასებს მართავს საქართველოს სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და თელავში. უნდა აღინიშნოს, რომ 120 მონაწილეა ბენეფიციარი, ვინც მონაწილეობს ამ პროგრამაში. პროექტი მიზნად ისახავს სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, კერძოდ ღვინის ტურიზმის მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას“,-აცხადებს მაია ომიაძე.

სასწავლო პროგრამის მიზანია  მოწინავე და უმაღლესი მომსახურების სტანდარტის განვითარება სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, ტურისტებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.

 „ეს ერთობლივი პროექტია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის.  ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო, გვაქვს არაჩვეულებრივი ღვინო, თუმცა დღეს უფრო ცნობილი ვართ ღვინის ისტორიით, ვიდრე ღვინით, იმისათვის, რომ საქართველო მოხვდეს მსოფლიო ღვინის რუკაზე ღვინით, რომ შევქმნათ უფრო მნიშვნელოვანი ღვინო, რომ შეგვეძლოს ღვინის საერთაშორისო შეფასება ისეთ მაღალ დონეზე რასაც ჰქვია მსოფლიოს სომელიეთა ასოციაცია, ამ მიზნით იმყოფება დღეს ჩვენთან ჯუზეპე ვაკარინი“,-განაცხადა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა შალვამ ხეცურიანმა. 

სასწავლო კურსის მონაწილეებს  გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები. ხოლო მათ, ვისაც უკვე სრულად გავლილი ექნება მოსამზადებელი პროგრამა, შესაძლებლობა ექნებათ ჩააბარონ საერთაშორისო სომელიეთა პირველი დონის გამოცდა. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კი, გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატი (Association de la Sommellerie Internationale – ASI Certification level 1), რომელიც 63 ქვეყანაშია აღიარებული.

ჯუზეპე ვაკარინი  იტალიის პროფესიონალ სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, მსოფლიოს საუკეთესო სომელიე და მრავალი სასწავლო წიგნის ავტორია. 

 „სასწავლო პროგრამის მონაწილეებთან ვსაუბრობთ სომელიეს პროფესიის განვითარების, ღვინის მომზადების შესახებ, თუ როგორ უნდა მივიღოთ საუკეთესო სასმელი. იმედი მაქვს კურსის მონაწილეები მიაღწევენ დასახულ მიზანს, ისინი წარმატებით ჩააბარებენ გამოცდას. ეს პირველი ნაბიჯია სომელიეთა საერთაშორისო ასოციაციის პირველი სერტიფიკატის მისაღებად“,-აცხადებს ჯუზეპე ვაკარინი. 

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა