მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები International Media Marketplace-ზე ლონდონსა და პარიზში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

news image
mbc image

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში საერთაშორისო სამოგზაურო მედია კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ლონდონსა და პარიზში გამართულ International Media Marketplace-ზე ბრიტანული, ფრანგული და ამერიკული მედიის წარმომადგენლები, PR-ის სპეციალისტები და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო პრეზენტაცია საქართველოს შესახებ.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დაესწრო საერთაშორისო მედია კონფერენციებს, რომელიც ბრიტანეთსა და საფრანგეთში გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებაზე ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცა, გაგვემართა შეხვედრები საერთაშორისო მედია პლატფორმებთან, როგორიც არის: BBC, CNN, Condé Nast Traveler, National Geographic და სხვა. როგორც იცით ჩვენ მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, მუდმივად მზადდება სტატიები და გადაცემები აღნიშნულ მედიებში. ჩვენთვის ევროპული ბაზარი, კონკრეტულად ბრიტანეთისა და საფრანგეთის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში. ვფიქრობთ, რომ წლევანდელი წელი ამ ქვეყნებიდან წარმატებული იქნება და საქართველოში ბევრად მეტი მოგზაური შემოვა“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.

International Media Marketplace მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამოგზაურო მედია კონფერენციაა, ორივე ღონისძიებას 700-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი, ტურიზმისა და მარკეტინგის სფეროს წარმომადგენელი დაესწრო.

საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის ბაზარზე საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს BBC Travel-ის, National Geographic Traveller-ის, The Guardian-ის, The Telegraph-ის, The Independent-ის, Daily Mail-ის, Conde Nast Traveller-ის, Le Figaro-ს, Voyage-ის, National Geographic France-ის, Le Monde-ის, Le Parisien-ის, GEO-ს, National Geographic Traveller France-ის, Condé Nast Traveller France-ისა და TourMaG-ის, TV5-ის, Lonley Planet-ის, Premium Magazine-ისა და სხვა მედია პლატფორმების ჟურნალისტებთან, მოგზაურ ავტორებთან და ბლოგერებთან.

„უკვე მე-14 წელია, რაც გაერთიანებულ სამეფოში „Travel Media“-ს საერთაშორისო მედია მარკეტინგის (IMM) ღონისძიებას ვმასპინძლობთ. ამ ფორუმს ვატარებთ სინგაპურში, სიდნეიში, ბერლინში, პარიზში, ასევე ლონდონსა და ნიუ-იორკში. კარგი იქნებოდა, ეს ღონისძიება საქართველოშიც რომ ჩაგვეტარებინა. საქართველო ამ გამოფენის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მონაწილეა, რადგან ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, როდესაც ქვეყანა აქ ასეთი სახითაა წარმოდგენილი. თქვენ აქ არ გაქვთ მუდმივი ოფისები ან PR-წარმომადგენლობა, ამიტომ რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე უშუალოდ საქართველოდან ჩამოსულ ადამიანებთან საუბარი ქვეყნის შესახებ. ჩვენ ძალიან გვიხარია საქართველოს აქ ყოფნა და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ქვეყანა ბევრ დაინტერესებულ სტუმარს მიიზიდავს“,-ამბობს Travmedia, International Media Marketplace (IMM), The Summit, TravTrade - დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ნიკ ვეილენდი.

ღონისძიების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოს ტურისტული მიმართულებების, კურორტების, გასტრონომიისა და სათავგადასავლო ტურისტული შესაძლებლობების შესახებ.

International Media Marketplace მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 14 წელია იმართება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა - საქსტატი

20.11.2026.17:30

2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა1, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე — აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.5 მილიონი მგზავრი (6.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.5 მილიონი მგზავრი (6.2 პროცენტით მეტი).

2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.

2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 11.8 პროცენტი — გაგზავნილი.

2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.8 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

2026 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 211.5 ათასი მგზავრი და გადატანილია 25.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 26.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა