მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივები ახალი ბაზრების ათვისების მიმართულებით მნიშვნელოვნად დაეხმარება სექტორს - ნანო ურუშაძე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ტურიზმის სექტორი: სასტუმროების, ტურისტული კომპანიების, რესტორნების წარმომადგენლები და გიდები დაესწრნენ.
შეხვედრაზე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს ტურიზმის სექტორში შექმნილ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინის“ გენერალური მენეჯერის, ნანო ურუშაძის შეფასებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობები სექტორს არსებული გამოწვევების დაძლევასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში დაეხმარება.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც განვიხილეთ დღევანდელი გამოწვევები და ის კონკრეტული ნაბიჯები, რაც მათ შესაჩერებლად უნდა გადაიდგას. ვფიქრობ, ტურიზმის ადმინისტრაციის ინიციატივა ახალი ბაზრების გახსნისა და მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო მიმოსვლის გააქტიურების შესახებ ძალიან დაეხმარება დღევანდელ მდგომარეობას.
ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრები თურქეთში, სადაც 27 წამყვან ტურისტულ კომპანიას შევხვდით. მათი მხრიდან არის დიდი დაინტერესება საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სხვა მიმართულებებზე გადაადგილება შეზღუდულია. ამ პროცესში ტურიზმის ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობა, ვფიქრობ, კიდევ უფრო გაზრდის შედეგებს,“- განაცხადა ნანო ურუშაძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს - მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ l ავიაკომპანია Air Astana-ს წარმომადგენელი
12.05.2026.12:09
,,მიმდინარე სეზონზე კვირაში 24 რეისს განვახორციელებთ - საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს, - აცხადებს ყაზახური ავიაკომპანია Air Astana-ს კავკასიის რეგიონული გენერალური მენეჯერი კარლიგაშ ომურბაევა, რომელიც მარიამ ქვრივიშვილი და მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა.
როგორც კარლიგაშ ომურბაევამ განაცხადა, ქუთაისიდან იგეგმება ახალი მიმართულებების დამატება.
„დღეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან, სადაც დეტალურად განვიხილეთ ჩვენი გამოწვევები და ზაფხულის სეზონის გეგმები. საქართველოს მიმართულებით დიდი გეგმები გვაქვს. ყოველ წელს, ზაფხულის სეზონზე, ფრენების რაოდენობას საგრძნობლად ვზრდით. თუ ზამთარში კვირაში 6 რეისს ვასრულებთ, ზაფხულის თვეებში მათი რიცხვი ეტაპობრივად იმატებს და ივნის-ივლისისთვის უკვე 22 ფრენამდე აღწევს.
წელს ფრენების სიხშირეს კიდევ ორი რეისი დავამატეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირაში ჯამში 24 რეისს განვახორციელებთ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამ ზაფხულიდან ვგეგმავთ FlyArystan-თან თანამშრომლობას ე.წ. ზიარის კოდის (Code-share) ფარგლებში. რეგიონში ორი ახალი მიმართულება - ალმათი-ქუთაისი და ასტანა-ქუთაისი დაგვემატება, სადაც FlyArystan-ი ოპერატორი იქნება, ხოლო Air Astana - მარკეტინგული გადამზიდავი“, - აღნიშნა Air Astana-ს კავკასიის რეგიონულმა გენერალურმა მენეჯერმა.