მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.8
-0.0035
flag
AZN 1.5309
-0.0003
flag
CNY 38.8
-0.0006
flag
EUR 2.9115
-0.0148
flag
GBP 3.4395
-0.0083
flag
KZT 58.22
0.0056
flag
TRY 0.0529
0
flag
USD 2.6021
-0.0004
news banner

მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში - „ამბასადორის საავიაციო სოფელი" კაჭრეთში ამის კარგი მაგალითია - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მცირე ავიაციაც, რომელიც აერთიანებს კერძო ფრენებს, ავიასპორტს, ავიატურიზმს და პროფესიულ მომზადებას. საქართველოს ამ მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კაჭრეთში „ამბასადორის საავიაციო სოფლის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა ახალი პროექტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მცირე ავიაციას განსაკუთრებული წვლილის შეტანა შეუძლია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაში.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია შიდა ავიაცია და ამისთვის საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რომ მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ასევე განვაგრძოთ სუბსიდირება შიდა ფრენების, რომელიც ხელს უწყობს რეგიონებს შორის მობილობის ზრდას, ჩვენი თითოეული თანამოქალაქისთვის გადაადგილების გამარტივებას და ამავდროულად, ხელს უწყობს ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. ამასთან ერთად ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი ტენდერი უშუალოდ კახეთში ახალი შიდა აეროპორტის მშენებლობის, ისევე როგორც მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობის თვალსაზრისით, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის შიდა ავიაციის განვითარების თვალსაზრისით, ისევე როგორც ტურიზმის სექტორის განვითარების კუთხით. ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელებაა ის, რაც დღეს აქ, კაჭრეთში ხდება, როცა სახელმწიფოს მიერ შექმნილ შესაძლებლობებს კერძო სექტორიც პასუხობს საკუთარი ინიციატივითა და ინვესტიციებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქრივიშვილით თქმით, მცირე ავიაციის განვითარება მნიშვნელოვანია საქართველოში მეტი უცხოელი კერძო პილოტის, ავიამოყვარულის მოზიდვის თვალსაზრისითაც , რომლებიც მოგზაურობენ, რჩებიან სხვადასხვა რეგიონებში, სარგებლობენ ადგილობრივი სერვისებით. მინისტრის განცხადებით, მცირე ავიაციას განვითარება მნიშვნელოვანია კონკრეტული რეგიონების ეკონომიკურის ზრდის კუთხით.

„ამბასადორის საავიაციო სოფელი კაჭრეთში სწორედ კარგი მაგალითია აღნიშნული მიმართულების განვითარების. აქ ერთ სივრცეში გაერთიანებულია საფრენი მოედანი, ავიავილები და ტურისტულ-დასასვენებელი ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის სამომავლო გეგმებიც - საავიაციო სკოლისა და ავია-კლუბის შექმნა. ეს ხელს შეუწყობს პროფესიული ცოდნისა და უნარების განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორებს და ინვესტორებს, ასევე პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს. მისი თქმით, პროექტში განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, პროექტის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას. პროექტის შედეგად უკვე შეიქმნა 47 ახალი სამუშაო ადგილი.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image კოპენჰაგენის, ოსლოსა და სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე, 500-მდე ლოკაციაზე, საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა

08.10.2026.13:15

კოპენჰაგენის, ოსლოსა და სტოკჰოლმის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე, 500-მდე ლოკაციაზე, საქართველოს, როგორც საინტერესო ტურისტული მიმართულების ამსახველი გარე სარეკლამო ბანერები განთავსდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სკანდინავიის ქვეყნებში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა