მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.7
-0.0325
flag
AZN 1.5411
-0.0009
flag
CNY 38.842
0.0018
flag
EUR 3.0274
0.0062
flag
GBP 3.5365
0.0149
flag
KZT 56.18
0.003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6198
-0.0012
news banner

ვმუშაობთ თელავის აეროპორტის განვითარებაზე - თამარ იოსელიანი

news image
mbc image

ის გრძელვადიანი პოლიტიკა, რომელიც სახელმწიფოს აქვს საავიაციო სექტორის განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესია" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

მისი თქმით, ამ მიმართულებით ქვეყანაში სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება ინტენსიურად მიმდინარეობს.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ინფრასტრუქტურულ შესაბამის პროექტებსაც ვახორციელებთ საავიაციო სექტორში, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს კარგი ტენდენცია. სულ რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი, შესაბამისად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება და შესაბამისი სერვისები დაემატება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩვენ ვაშენებთ ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს იმისათვის, რომ მივიღოთ დიდი ზომის ბორტები და შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ვავითარებთ სერვისებს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არაერთი ახალი სერვისი შევთავაზეთ მომხმარებელს - ბიზნეს ლაუნჯიდან დაწყებული ელექტრონული სერვისებით დამთავრებული.  ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს, ზოგადად, საქართველოს მთავრობას საავიაციო სექტორის განვითარებისთვის. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - ახლაც მიდის იქ სარემონტო სამუშაოები იმისათვის, რომ გაფართოვდეს არსებული ტერმინალი და შესაბამისად, უფრო კომფორტულად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. დამატებით ჩვენ ვმუშაობთ ადგილობრივ აეროპორტებზეც შიდა ფრენების განხორციელების თვალსაზრისით და ამ კუთხით ვმუშაობთ თელავის აეროპორტის განვითარებაზე და მესტიაში ახალი ტერმინალის მშენებლობაზე", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა 590 მლნ აშშ დოლარამდე - Galt & Taggart

10.08.2026.15:55

Galt & Taggart-ი ყოველკვირეული ბაზრების მიმოხილვას აქვეყნებს. 

საკრედიტო რეიტინგი: 2026 წლის 7 აგვისტოს S&P-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. S&P-ის შეფასებით, პოზიტიური პერსპექტივა ასახავს ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას, გონივრულ ფისკალურ პოლიტიკას და რეკორდულად მაღალ საერთაშორისო რეზერვებს, რაც ამცირებს საქართველოს მოწყვლადობას გარე შოკების მიმართ. S&P რეიტინგის ამაღლებას განიხილავს, თუ საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდება ან ფისკალური მაჩვენებლები მოლოდინებს გადააჭარბებს.

საერთაშორისო რეზერვებისაქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2026 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 49.9%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდული დონე 7.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით ივნისში რეზერვები 5.7%-ით გაიზარდა (+404.6 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და ასევე, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 აგვისტოს). აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 13.5%-ს შეადგენს.

ინფლაცია: 2026 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, რის შედეგადაც წლიური ინფლაცია 5.5%-მდე შემცირდა ივნისის 5.8%-დან. მთლიანი ინფლაციის შენელება ძირითადად განპირობებული იყო იმპორტირებული ინფლაციის (5.3%-მდე ივნისის 6.1%-დან) და შერეული საქონლის ინფლაციის (4.4%-მდე 6.2%-დან) შენელებით. ამავდროულად, ადგილობრივი ინფლაცია ივლისში 6.4%-მდე დაჩქარდა წინა თვის 5.7%-დან. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 3.5%-მდე გაიზარდა 2026 წლის ივლისში, წინა თვის 3.2%-ის შემდეგ.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2026 წლის ივლისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+4.9% წ/წ, +1.74პპ), ტრანსპორტი (+14.2% წ/წ, +1.66პპ), კომუნალურები (+8.3% წ/წ, +0.80პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+5.6% წ/წ, +0.36პპ), ჯანდაცვა (+4.7% წ/წ, +0.40პ),  სასტუმროები და რესტორნები (+7.9% წ/წ, +0.27პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-2.4% წ/წ, -0.13პპ) და კავშირგაბმულობა (-6.3% წ/წ, -0.20პპ).
ივლისში ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ნავთობის მსოფლიო ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, რაც, სავარაუდოდ, საქართველოში ენერგომატარებლების ფასების მოსალოდნელი შენელების ტემპზე იქონიებს გავლენას. აქედან გამომდინარე, 2026 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 4.8%-დან 5.1%-მდე გავზარდეთ.

ტურიზმის შემოსავლებიჩვენი შეფასებით, 2026 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა 590 მლნ აშშ დოლარამდე. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმის შემოსავლები 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (უცვლელი წ/წ).
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს, ხოლო 5.3 მლრდ აშშ დოლარს 2027 წელს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა