ნებისმიერმა კურორტმა უნდა იმუშაოს მოგებაზე და არა ბიუჯეტიდან დოტაციაზე - აქედან გამომდინარე ეს გაძვირება მოსალოდნელი იყო | სასტუმრო Goderdzi Twins Hotel-ის დამფუძნებელი ბადრი ბოლქვაძე
,,რამდენადაც ფასი დაბალი იქნება, ვთქვათ, იმდენად ეს ბიუჯეტის დასაფინანსებელი იქნება“, - აცხადებს სასტუმრო Goderdzi Twins Hotel-ის დამფუძნებელი ბადრი ბოლქვაძე.
როგორც ბოლქვაძე ამბობს, კურორტმა მოგებაზე უნდა იმუშაოს და სახელმწიფო ბიუჯეტზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
,,ზოგადად, რაღაცა პერიოდის შემდეგ, ნებისმიერმა კურორტმა უნდა იმუშაოს მოგებაზე და არა ბიუჯეტიდან დოტაციაზე. აქედან გამომდინარე ეს გაძვირება მოსალოდნელი იყო“, - აცხადებს ბადრი ბოლქვაძე.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.