ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგული კამპანია მიმდინარეობს
ნიდერლანდებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.
ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვეყანაში მაღალრეიტინგული ნიდერლანდური ტელევიზიის RTL 4 - ის და მისი ონლაინ პლატფორმის Videoland გადამღები ჯგუფის მედია ტურს გაუწია ორგანიზება.

ნიდერლანდური მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ ვრცელ გადაცემას „Let’s Visit Georgia“ ამზადებენ. გადაღებები თბილისში, სიღნაღში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, მცხეთასა და სტეფანწმინდაში მიმდინარეობს. გადაცემაში საუბარი იქნება ქართულ კულტურაზე, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე, კურორტებზე, ქართულ სამზარეულოსა და და ღვინოზე.
გადაცემას დაახლოებით ერთი მილიონი მაყურებელი ეყოლება. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ცნობადობის ზრდას და ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოზიციონირების გაძლიერებას ევროპულ ბაზარზე.
სხვა სიახლეები
Bike&Wine-ს პროექტის ფარგლებში, იტალიელმა ჟურნალისტებმა საქართველოს ღვინის რეგიონებში ველომოგზაურობა მოაწყვეს
13.11.2026.10:18
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, იტალიური მედიის წარმომადგენლებისთვის პრესტური „Bike & Wine Georgia“ გაიმართა
პრესტური იტალიელ მოგზაურებში საქართველოს, როგორც უძველესი ღვინის კულტურისა და გამორჩეული ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.
„Bike&Wine“-ს პრესტური მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იტალიის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მიმზიდველი მიმართულებისა და ღვინის უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის ცნობადობის ზრდას.
სპეციალიზებული მედიის წარმომადგენლები იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შეირჩნენ.
პრესტურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ველოსიპედებით მოიარეს დედაქალაქის ისტორიული უბნები, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში ესტუმრნენ ღვინის მარნებს, მონაწილეობა მიიღეს რთველში, ღვინის დეგუსტაციებსა და ქართული სამზარეულოს მასტერკლასებში.
ოთხი დღის განმავლობაში, საქართველოში ტურის მიმდინარეობისას მომზადებული ფოტო-ვიდეო მასალა და სტატიები წამყვან იტალიურ მედიაპლატფორმებზე გამოქვეყნდება.