მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ნიუ დელი – თბილისი – ნიუ დელის მიმართულებით ფრენები ყოველდღიურად შესრულდება

news image
mbc image

აზიის ყველაზე დიდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოსთან რეგულარული პირდაპირი ავიარეისების რაოდენობას ზრდის – IndiGo ნიუ დელი – თბილისი – ნიუ დელის საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამი სიხშირის ნაცვლად შვიდჯერ შეასრულებს.

„ბაზრების დივერსიფიკაცია ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რათა გვქონდეს მეტი პირდაპირი ფრენა და გაიზარდოს სიხშირეები იმისთვის, რომ ქვეყანაში მეტი ტურისტი შემოვიდეს. ინდოეთი ერთ-ერთი ახალი და გამორჩეულად საინტერესო მიმართულებაა, სადაც საქართველოს კერძო ტურისტული სექტორი აქტიურად მუშაობს. ისინი დაინტერესებული არიან, მიიღონ მეტი ტურისტი ინდოეთიდან. როგორც კერძო სექტორის აქტივობის, ასევე ინდოეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, ჩვენ ვაწარმოეთ მოლაპარაკებები ინდოეთის ავიაკომპანიასთან სიხშირეების გაზრდის შესახებ. შედეგად, აქამდე არსებული სამი სიხშირის ნაცვლად რეისი ნიუ დელიდან თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად შესრულდება. ეს გადაწყვეტილება იმის დემონსტრირებაა, რომ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოსა და მისი ტურისტული შესაძლებლობების მიმართ ინტერესი მზარდია. ინდოეთიდან შემოსული ტურისტები გამოირჩევიან მაღალმსყიდველუნარიანობით, განსაკუთრებით საინტერესოა საქმიანი ტურიზმის მიმართულება,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, ფრენების სიხშირის გაზრდის გადაწყვეტილება დამატებითი სტიმულია მიმდინარე ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის, ამავე დროს, გაზრდილი გამტარუნარიანობა, საქართველოში ინდოეთიდან ტურისტულ ნაკადებს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

უმსხვილესი ინდური ავიაკომპანია IndiGo 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობითა და ავიაფლოტის სიდიდით აზიაში პირველ ადგილზეა. ის ასევე არის აზიის ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც 600 – ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა