ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 19%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა
2023 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 277 305 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მონაცემებს 29%-ით აღემატება, ხოლო 2022 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 19%-იანი ზრდაა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 2023 წლის ნოემბერში 24 067 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელზე 30%-ით, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე 9%-ით ნაკლებია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.