ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები არ გაზრდილა - Galt & Taggar-ი
Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები არ გაზრდილა
„ჩვენი შეფასებიით, 2023 წლის ოქტომბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 335 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (იგივე, რაც 2022 წლის ოქტომბერში). ჯამურად, 2023 წლის იანვარ-ოქტომბერში ტურიზმის შემოსავლებმა 3.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+25.8% წ/წ). ჩვენი პროგნოზით, 2023 წელს ტურიზმის შესავლები 4.2 მლრდ აშშ დოლარს (+19.0% წ/წ), ხოლო 2024 წელს 4.5 მლრდ აშშ დოლარს (+7.0% წ/წ) მიაღწევს“, - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.