პარლამენტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა - როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე მიღებული შემოსავლების ჭრილში | მაია ომიაძე
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ გასვლით სხდომაზე, უწყების საქმიანობა შეაჯამა.
ანგარიშის წარდგენისას მაია ომიაძემ დეტალურად ისაუბრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის აქცენტი გააკეთა - საერთაშორისო სამიზნე ბაზრებზე განხორციელებულ მარკეტინგულ კამპანიებზე, ქვეყნის ცნობადობის ამაღლების სტრატეგიასა და შიდა ტურიზმის წახალისების მიმართულებით რეგიონებში დაგეგმილ ინიციატივებზე.
ამასთან, პარლამენტის კომიტეტების წევრებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ 2025 წლისა და 2026 წლის ორი კვარტლის ტურისტული მაჩვენებლების, საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მზარდი დინამიკის შესახებ.
„კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეტალურად წარვადგინეთ 2025 წლის სრული წლის შედეგები და 2026 წლის ორი კვარტლის მონაცემები. განვიხილეთ ტურიზმის სექტორში არსებული პოზიტიური დინამიკა - როგორც ვიზიტორების ნაკადის, ისე მიღებული შემოსავლების ჭრილში. პარლამენტარებს ასევე ის მნიშვნელოვანი პროექტები და მარკეტინგული კამპანიები გავაცანით, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო სამიზნე ბაზრებსა და შიდა ტურიზმის წახალისების მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სექტორის სამომავლო განვითარების გეგმებს”, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
სხვა სიახლეები
III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა - საქსტატი
20.11.2026.17:30
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 3.0 მილიონ მგზავრს მოემსახურა1, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე — აეროპორტებიდან გაემგზავრა 1.5 მილიონი მგზავრი (6.0 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 1.5 მილიონი მგზავრი (6.2 პროცენტით მეტი).
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 94.0 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 12.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 11.8 პროცენტი — გაგზავნილი.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.8 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 9.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
2026 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 211.5 ათასი მგზავრი და გადატანილია 25.9 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 14.4 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 26.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.