პირიქით, Wizz Air-თან ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაზარდონ დაფარვის ზონა საქართველოდან - მარიამ ქვრივიშვილი
პირიქით, Wizz Air-თან ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაზარდონ დაფარვის ზონა საქართველოდან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა. მისი განმარტებით, ავიაკომპანიისგან განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდება.
„Wizz Air-იდან ჩვენ არ გვაქვს არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. პირიქით, ვმუშაობთ მათთან იმისთვის, რომ გაზარდონ დაფარვის ზონა საქართველოდან. მოხარულები ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც შედგა ჩვენსა და Wizz Air-ს შორის, 4 ბაზირებული ხომალდით. იმედს ვიქონიებთ, რომ მიმდინარე წელსაც გვექნება საინტერესო სიახლეები იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი ევროპული მიმართულება“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ძრავების პრობლემების გამო, Wizz Air მარტის ბოლომდე 40-მდე თვითმფრინავს გააჩერებს. შესაბამისად შემცირდება ავიაკომპანიის მარშრუტების ქსელი.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ფლოტი ახლა 200 თვითმფრინავისგან შედგება. 40 პრობლემური ხომალდის გამო, გადამზიდავი კარგავს ტევადობის 20%-ს. სიტუაციის სწრაფად გამოსწორების საშუალება არ არსებობს – ამას მინიმუმ 6 თვე სჭირდება. ამიტომ ავიაკომპანიაში ფრენების შემცირება გადაწყვიტეს.
უკვე დადასტურებულია, რომ ცვლილებები აისახება მარშრუტებზე ჩრდილოეთ მაკედონიიდან, სერბეთიდან, ხორვატიიდან და პოლონეთიდან.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.