პირველად, საქართველომ ნიუ-იორკის ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
პირველად, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
New York Travel and Adventure Show-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გამოფენის საუკეთესო ახალ მონაწილედ დასახელდა.
2 დღიანი გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს.
გამოფენის ფარგლებში საქმიანი შეხვედრები გაიმართა საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან და მოეწყო პრეზენტაციები საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.
ნიუ-იორკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და ათამდე კომპანია იყო წარდგენილი.
New York Travel and Adventure Show-ის წელს 25 000-მდე სტუმარი ჰყავდა, გამოფენას საერთაშორისო მედიის 400-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
სხვა სიახლეები
Air Canada სექტემბერ-ოქტომბერში რეკორდულ შემოსავალს ელის
20.08.2026.17:00
Air Canada-ს სექტემბრისა და ოქტომბრის შემოსავალი, სავარაუდოდ, ამ ორი თვისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, რადგან პრემიუმ კატეგორიის სულ უფრო მეტი მგზავრი ევროპასა და იაპონიაში ზაფხულის სიცხესა და ტურისტების სიმრავლეს გაურბის, - აცხადებს კომპანია.
ჩრდილოეთ ამერიკის მსხვილი ავიაკომპანიები ბოლო წლებში საკუთარ ბიზნესს სულ უფრო მეტად აფუძნებენ პრემიუმ კატეგორიის მგზავრებზე, კორპორაციულ კლიენტებსა და ლოიალობის პროგრამების წევრებზე, რადგან მათი შეფასებით, ტარიფების ზრდის შემთხვევაში ეს მომხმარებლები ხარჯების შემცირებას ნაკლებად მიმართავენ.
შემოდგომაზე საქმიანი მოგზაურობის მოთხოვნის ზრდა, პრემიუმ კატეგორიის დასასვენებელი მოგზაურების სამოგზაურო ჩვევების ცვლილებასთან ერთად, ავიაკომპანიების ხელმძღვანელების მოლოდინებს ზრდის იმ სეზონებთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე ივლისისა და აგვისტოს მსგავსი პიკური სამოგზაურო თვეებისგან შედარებით ნაკლებად დატვირთულად მიიჩნეოდა.