პირველად საქართველოს ისტორიაში და ჩვენს რეგიონში, გუდაური და ბაკურიანი მსოფლიო თასების მასპინძელი იქნება - მარიამ ქვრივიშვილი
პირველად საქართველოს ისტორიაში და ჩვენს რეგიონში, საქართველო (გუდაური და ბაკურიანი) მსოფლიო თასების მასპინძელი ქვეყანა იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკის მიისტრის მოადგილე მრიამ ქვრივიშვილმა Facebook-ზე დაწერა.
„საქართველო საპატიო ადგილს დაიკავებს მსოფლიო სათხიმალურო ფედერაციის წლის კალენდარში, ისეთი ქვეყნების გვერდით როგორიცაა - აშშ, შვეიცარია, საფრანგეთი, ნორვეგია, კანადა და ა.შ
ბაკურიანისა და გუდაურის მთის ინფრასტრუქტურის მზადყოფნა, ჩვენი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმი და წარმატებით ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი - გახდა საქართველოს შერჩევისა და გამარჯვების საფუძველი“, - წერს მარიმ ქვრივიშვილი.

სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.