პოლონელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში პოლონეთის წამყვანი ტურისტული კომპანიებისა და ავიაკომპანია LOT-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს.
გაცნობითი ტური საერთაშორისო კომპანიასთან Aviareps-თან თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტურის მონაწილე პოლონელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ. B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვის, ერთობლივი ტურების დაგეგმვისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
„ჩვენ ვმასპინძლობთ ტუროპერატორებსა და ავიაკომპანია LOT-ის წარმომადგენლებს პოლონეთიდან. მოვაწყვეთ B2B შეხვედრა, ამასთან, ქვეყნის მასშტაბით ვატარებთ გაცნობით ტურს. პოლონელ ტუროპერატორებს შევახვედრეთ ქართული ბიზნეს სექტორი, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალი, ტურისტული პროდუქტები უფრო მეტად გაიცნონ პოლონელმა პარტნიორებმა. პოლონეთი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია. ჩვენ უკვე მეორე წელია აქტიურად ვახორციელებთ ევროკავშირის ქვეყნებში მარკეტინგულ კამპანიას პარტნიორ კომპანიებთან ერთად. შესაბამისად, ეს აქტივობა ამ მსხვილი კამპანიის ნაწილია. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს როგორც საქართველოს პოპულარობის შენარჩუნებას, ასევე ახალი პარტნიორობის დამყარებას ბიზნეს სექტორისთვის და რა თქმა უნდა, ეს კამპანიები საქართველოში ბევრად მეტი პოლონელი მოგზაურის ჩამოყვანის წინაპირობაა“,-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
პოლონელი ტუროპერატორები გაეცნენ ტურისტულად საინტერესო ადგილებს, სასტუმროებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, დაათვალიერეს ძველი თბილისი, გუდაური, ანანური, წინანდალი, კაჭრეთი, ლოპოტა, დააგემოვნეს ქართული კერძები და ღვინო.
გაცნობითი ტურის მიზანია პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდა და პოლონეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება.
სხვა სიახლეები
აჭარის პოპულარიზაცია პოპულარულ ტურისტულ პლატფორმაზე Toncheng Travel იგეგმება
29.04.2026.12:08
ჩინეთის წამყვან ონლაინ ტურისტული პლატფორმაზე ,,Toncheng Travel’’ აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია იგეგმება. მასშტაბური ციფრული პლატფორმა, რომელიც რამდენიმე მილიონიან აუდიტორიას მოგზაურობასთან დაკავშირებულ სრულ სერვისებს სთავაზობს, აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას. გვერდის მარკეტინგის ხელმძღვანელმა აჭარაში მიმდინარე კვირას იმოგზაურა და თავად გამოსცადა ის ტურისტული პროდუქტები და სერვისები, რასაც აჭარა საერთაშორისო მოგზაურებს სთავაზობს.
Tongcheng Travel წარმოდგენილია სხვადასხვა სოციალურ პლატფორმასა და ციფრულ პორტალებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია WeChat-ის მინიპროგრამა, რომელიც ყოველთვიურად დაახლოებით 280 მილიონ აქტიურ მომხმარებელს აერთიანებს, ასევე Weibo, სადაც კომპანიის გვერდს დაახლოებით 180,000 გამომწერი ჰყავს. აღნიშნულ პლატფორმებზე კონტენტის საერთო ჩართულობა (გაზიარებები, მოწონებები და კომენტარები) დაახლოებით 1.5 მილიონს აღწევს, რაც უზრუნველყოფს მასალების მაღალ ხილვადობასა და მომხმარებელთან ეფექტურ კომუნიკაციას. ტურის ფარგლებში შექმნილი სარეკლამო მასალის გამოყენება Toncheng travel-ის სოციალური არხების მეშვეობით იგეგმება, რაც აჭარის რეგიონის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციასა და ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
მიმდინარე წლის მარტიდან, პოპულარულ ჩინურ პლატფორმებზე Douyin, Red Note და Weibo ასევე მიმდინარეობს აჭარის 9 თვიანი სარეკლამო კამპანია. კამპანიის ფარგლებში, აღნიშნულ გვერდებზე შეიქმნა ბათუმის საპრომოციო გვერდი Visit Batumi, რომლის მეშვეობით გვერდის მომხმარებლებს აჭარის და ზოგადად, საქართველოს ტურისტული პროდუქტების შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია. კამპანიის ფარგლებში, ჩინური გვერდების მილიონობით მომხმარებელი ეცნობა აჭარის სამთო-სათავგადასავლო, ეკოტურისტულ და საზღვაო ტურისტულ ადგილებს და წარმოდგენას იქმნის ბათუმის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზდველი ახალი ტურისტული მიმართულების შესახებ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონს წელს შანხაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეც წარადგენს, რომელზეც საქართველო ITB CHINA 2026-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.