მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სექტორია გლობალური შოკების მიმართ - HSC Group Hospitality-ის დირექტორი

news image
mbc image

HSC Group Hospitality-ის დირექტორის, გიორგი დოლიძის განცხადებით, 2026 წლისთვის კომპანია პოზიტიურ მოლოდინებს ინარჩუნებს. HSC Group Hospitality ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე განთავსების ობიექტს მართავს, მათ შორის თბილისის ცენტრში მდებარე Glaros Old Town-ს.

როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას გიორგი დოლიძემ აღნიშნა, სექტორის ზრდის სცენარი დამოკიდებულია გლობალურ და რეგიონულ ვითარებაზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დაძაბულობებზე, რაც მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში განსხვავებულ გავლენას ახდენს ტურისტულ ნაკადებზე. HSC Group Hospitality-ის დირექტორის განმარტებით, მსგავსი გამოწვევების წინაშე კომპანია და ზოგადად სექტორი წარსულშიც დადგა, თუმცა ბაზარი სწრაფად აღდგა, მათ შორის სეზონურობის და ბაზრების დივერსიფიკაციის წყალობით.

„დავიწყოთ იქიდან, რომ 2026 წელს მოლოდინი გვქონდა საკმაოდ დადებითი და, გამომდინარე იმ რეკორდული წლისგან, როგორიც იყო 2025, ვფიქრობდით და დღესაც მაქვს იმედი, რომ დაახლოებით 5-დან 10%-მდე გადააჭარბებს 2026-ის მაჩვენებლები 2025 წლის ციფრებს. პოზიტიური დაშვება გვაქვს, ოღონდ ეს დაშვება დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, იმ ვარაუდს და ყოველდღიურ სიახლეებზე, რაც შეიძლება წავიდეს იქითკენ, რომ მარტის თვეს შემოიფარგლოს ახლო აღმოსავლეთის დაძაბულობა. არის ორი სცენარი - გრძელვადიანი და მოკლევადიანი პერიოდი. რა თქმა უნდა, მოკლევადიანი პერიოდის შემდეგ, თავისთავად, ჩვენ ეს პრაქტიკა შარშანაც გამოვცადეთ, როდესაც ისრაელის ირგვლივ ვითარდებოდა სხვადასხვა სახის დაძაბულობები და ეს აღდგა დაახლოებით ორიდან სამ კვირაში და ეს მოხდა შუა სეზონზე, მაღალ სეზონზე. გვქონდა, ასე ვთქვათ, ივნისის თვე, ახლა გვაქვს დაბალი სეზონი - ისეთი ნეგატიური გავლენა მაშინაც არ ჰქონია, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც იყო მაღალი სეზონი, სხვადასხვა ბაზრები იყო ძალიან დივერსიფიცირებული და სხვადასხვა რეზერვაციები აჭარბებდა. კრიტიკული გავლენა ისეთი, როგორიც წელს, ასე ვთქვათ, გლობალურად შარშან არ ჰქონიათ, თუმცა შარშანვე მალევე აღდგა“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

HSC Group Hospitality-ის დირექტორის განცხადებით, ტურიზმის სექტორი გეოპოლიტიკური დაძაბულობების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი სფეროა და მსგავსი ვითარებების დროს პირველ რიგში სწორედ ამ მიმართულებაზე აისახება ნეგატიური ეფექტი. მისი თქმით, მიმდინარე წელს, მარტის მონაცემებით, კომპანიას დაახლოებით 50%-მდე გაუუქმდა რეზერვაციები, რომლებიც კონკრეტული ბაზრებიდან იყო მიღებული, რაც გლობალური ვითარებით არის განპირობებული.

„ჩვენ ვიცით, რომ ისრაელი და საამიროები არის ჩვენთვის სტატისტიკაში ერთ-ერთი პირველ და მეორე ადგილას მყოფი მიმართულებები, საიდანაც ძალიან მასიური რაოდენობით შემოდის საქართველოში ტურისტები. შესაბამისად, ამას ამწვავებდა კიდევ ის ფაქტი, რომ მარტსა და აპრილში დაემთხვა საამიროების მხარეს დღესასწაული - რამადანი და ისრაელის მხარეს პასექი, სადაც განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ხოლმე ქვეყნიდან გასვლით, ჩვენთან ჩამოსვლით და ჩვენთვის ფაქტობრივად მარტის ბოლო და აპრილის მთლიანი პერიოდი არის და უნდა ყოფილიყო მაღალი სეზონი“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

გიორგი დოლიძის თქმით, ის ბაზრები, რომლებიც დაბალ სეზონზე მნიშვნელოვან ტურისტულ ნაკადს ქმნიდნენ, კომპანიას მაღალი სეზონის ეფექტის შენარჩუნებაში ეხმარებოდა, რაც ფასების საშუალოზე მაღალ ნიშნულზეც აისახებოდა. მისი განმარტებით, მარტის შუა რიცხვებამდე, დაახლოებით 15-18 რიცხვამდე, ბაზარზე ერთგვარი „შოკური ეფექტი“ დაფიქსირდა, რის შემდეგაც სექტორის წარმომადგენლებსა და კომპანიებში დაიწყო მსჯელობა, თუ რა გზებით იყო შესაძლებელი ვითარების დაბალანსება და ზარალის შემცირება.

„საბედნიეროდ გვაქვს საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზრები, გვაქვს ამდენი პირდაპირი ფრენა ევროპიდან, ჩინეთიდან, სხვადასხვა მიმართულებებიდან, საიდანაც შეიძლება, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეივსოს. ასევე აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე აღნიშნული მიმართულებები არის მზარდი, თუმცა რადიკალურად და უცბად კრიტიკულ გადაწყობას სჭირდება შესაბამისი დრო. ერთ დღეში და ორ დღეში მსგავსი ტიპის მანიპულაცია თავისთავად ვერ მოხდება. ჩვენც დაგვჭირდა დაახლოებით ორიდან სამ კვირამდე, რომ უფრო სწორი და კარგი სტრატეგიული ნაბიჯები გადაგვედგა - იქნებოდა ეს სხვადასხვა ბაზრებზე უფრო მეტი მარკეტინგული აქტივობის ჩართვა, უფრო შედარებით დაბალბიუჯეტიანი ფასების შეთავაზება და ამ ყველაფრის კორექტირების წყალობით ბოლო რამდენიმე დღე დაახლოებით 80-100%-ზე ვმუშაობთ და იმედი მაქვს, რომ ესეც გაგრძელდება და, ვთქვათ, მარტის ბოლომდე დაიკეტება ომის საზღვრები, მორჩება ეს ვითარება და აპრილიდან სტანდარტულ პირობებში შევუდგებით ოპერირებას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია 2026 წლისთვის, რომ აპრილიდანვე ჩვენ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მარტში გვქონდა დაახლოებით 70%-იანი, ხოლო აპრილში 92%-იანი დატვირთულობა.

იმ შემთხვევაში, თუ თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში არის მსგავსი მაჩვენებლები, შესაბამისად ლოგიკურია, რომ სხვადასხვა ობიექტებიც მეტ-ნაკლებად იმავენაირად იყვნენ დატვირთული. აქედან გამომდინარე, 2026-ს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ გადააჭარბოს 2025-ის მონაცემებს. რა თქმა უნდა, მარტი რომ შევადაროთ 2025-ის მარტს, თავისთავად ვერ გადააჭარბებს. ამას ვაცნობიერებთ, გვესმის და ვიაზრებთ, თუმცა იმ იმედს მაინც ვიტოვებ, რომ თუნდაც დაბალი, შედარებით დაკორექტირებული ფასებით, აპრილში მაინც არ დავკარგავთ იმ რეზერვაციებს, იმიტომ რომ ახლა არის სწორედ ის პერიოდი, როცა თითოეული ჯავშანი, თითოეული ადამიანის ჩამოსვლა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

უახლოეს პერიოდში უკვე ვიცით, რომ ევროპის, ჩინეთის და სხვადასხვა მიმართულებების, ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნების მიმართულებით გვაქვს იმედი. განსაკუთრებით ევროპასთან ერთად, იმიტომ რომ აპრილ-მაისიდან უკვე ისინიც აქტიურად იწყებენ მოგზაურობას. სწორედ რადგანაც ეს მოხდა დაბალ სეზონზე. დაბალ სეზონზე უფრო მეტად ისრაელი და საამიროები გვამარაგებდა ტურისტული ვიზიტებით და შესაბამისად, როდესაც ეს მიმართულებები ჩაიკეტა, დარჩა ის ორ-სამ კვირიანი პერიოდი ძალიან დიდი დანაკარგებისა და გაუქმებების წინაშე“, - აღნიშნა HSC Group Hospitality-ის დირექტორმა.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Le Figaro: „საქართველო - ემოციების ისტორია“

08.06.2026.13:47

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის ბაზარზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები რეიტინგულ ფრანგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა.

საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა Le Figaro სტატიაში, სათაურით „საქართველო - ემოციების ისტორია” (La Géorgie, une histoire d’emotions), ქვეყანას აღწერს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე უნიკალური დანიშნულების ადგილს, რომელიც მოგზაურებს საოცარი ბუნებრივი მრავალფეროვნებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ღირსშესანიშნაობებით ხიბლავს.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს და დაცულ ტერიტორიებს ეთმობა, აღნიშნულია ქვეყნის გამაჯანსაღებელი და ველნეს ტურიზმის პოტენციალი, მრავალრიცხოვანი მინერალური წყაროები და თერმული კურორტები.

Le Figaro-ს სტატია მკითხველს ვრცლად აცნობს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ დამწერლობას, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქართულ ძეგლებს - მცხეთას, გელათის მონასტერს, სვანურ კოშკებს. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოში მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია და ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია. ასევე ადგილი ეთმობა მდიდარ ქართულ კულინარიას, სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს - ტრადიციულ სუფრას და თამადის ინსტიტუტს.

ცივილიზაციის საწყისებთან საქართველოს მჭიდრო კავშირს გავლენიანი ფრანგული გამოცემა ასე აფასებს: „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პური და ღვინო, ადამიანის სოფლის მეურნეობის და, შესაბამისად, ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი ქართული წარმოშობისაა. კიდევ უფრო მეტი მიზეზია, პატივი მივაგოთ მათ, თუნდაც, სიმღერით, რატომაც არა? მომხიბვლელი პოლიფონიური ქართული სიმღერით ტკბობით, რომელიც ხშირად სუფრის დასასრულს ალამაზებს და სტუმრებს აღაფრთოვანებს. ყველა ეს ემოცია - საქართველოა...“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Le Figaro-სა და სხვა მაღალრეიტინგულ ევროპულ მედიასაშუალებებში საქართველოს პოზიციონირება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ცნობადობას ევროკავშირის სტრატეგიულ ბაზრებზე და ხელს უწყობს მაღალმხარჯველობითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა