ქუთაისი-ლიონი-ქუთაისის ორმხივი ბილეთის იღბლიანი მფლობელი ფარნაოზ იორდანიშვილი გახდა
25-31 ოქტომბრის პერიოდში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის განახლებული აეროპორტის დაბადების დღის კვირეულთან დაკავშირებით, აეროპორტის პარტნიორი ობიექტები გზავრებს ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და სხვადასხვა სიურპრიზებს უწყობენ.
გამოვლინდა მთავარი საჩუქრის, ქუთაისი-ლიონი-ქუთაისის მიმართულების გამარჯვებული. Wizz Air-ის ორმხრივი ავიაბილეთის იღბლიანი მფლობელი საქართველოს მოქალაქე, 38 წლის ფარნაოზ იორდანიშვილი გახდა, რომელიც დღეს, მემინგემში მიფრინავდა. იღბლიან მგზავრს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საფრანგეთის მიმართულებით გაფრენა 2026 წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეეძლება.
მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების განწყობაზე VISA-ს მხარდაჭერით DJ ზრუნავდა, ასევე დაბადების დღის კვირეულისადმი მიძღვნილი დრამერების მონაწილეობით პერფორმანსი გაიმართა.
13 წლის განმავლობაში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი სრულად განახლდა და 8,8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ აეროპორტად ითვლება და ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული განვითარების მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა.
ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 7 ავიაკომპანია ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.