მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

ქუთაისი-ლიონი-ქუთაისის ორმხივი ბილეთის იღბლიანი მფლობელი ფარნაოზ იორდანიშვილი გახდა

news image
mbc image

25-31 ოქტომბრის პერიოდში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის განახლებული აეროპორტის დაბადების დღის კვირეულთან დაკავშირებით, აეროპორტის პარტნიორი ობიექტები გზავრებს ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და სხვადასხვა სიურპრიზებს უწყობენ. 

გამოვლინდა მთავარი საჩუქრის, ქუთაისი-ლიონი-ქუთაისის მიმართულების გამარჯვებული. Wizz Air-ის ორმხრივი ავიაბილეთის იღბლიანი მფლობელი საქართველოს მოქალაქე, 38 წლის ფარნაოზ იორდანიშვილი გახდა, რომელიც დღეს, მემინგემში მიფრინავდა. იღბლიან მგზავრს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საფრანგეთის მიმართულებით გაფრენა 2026 წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს შეეძლება.

მთელი დღის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტში მგზავრების განწყობაზე VISA-ს მხარდაჭერით DJ ზრუნავდა, ასევე დაბადების დღის კვირეულისადმი მიძღვნილი დრამერების მონაწილეობით პერფორმანსი გაიმართა. 

13 წლის განმავლობაში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი სრულად განახლდა და 8,8 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ აეროპორტად ითვლება და ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული განვითარების მნიშვნელოვან ცენტრად ჩამოყალიბდა.

ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 7 ავიაკომპანია ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება

14.07.2026.10:48

15 ივლისიდან თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა ამოქმედდება. China Eastern Airlines რეისებს კვირაში 3-ჯერ: ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

China Eastern Airlines მესამე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს.

ახალი მიმართულება ხელს შეუწყობს ტურიზმის, ბიზნესისა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. უვიზო რეჟიმთან ერთად, ორ ქვეყანას შორის მგზავრობა კიდევ უფრო მარტივი გახდება.

ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი: 

www.ceair.com

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა