მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქუთაისის აეროპორტის განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას და პირდაპირი მიმართულებების ზრდას - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობასა და აეროპორტში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გაეცნო. 

აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3500 მეტრის ტერიტორიაზე ხორციელდება, სადაც ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფუნდამენტის მოწყობა, ინერტული მასალების შეტანა, ასფალტის დაგება, ხელოვნური საფარის მოწყობის სამუშაოები, აგრეთვე დასრულების ეტაპზეა მიწის საექსკავაციო პროცესი და მიმდინარეობს სამიმოსვლო ბილიკის საფუძვლის მოწყობისა და  თვითმფრინავების სადგომ ბაქანზე ცემენტბეტონის საფარის სამუშაოები. პროექტის ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარამდეა.

ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის დასრულების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს. 

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს - ჩვენს ქვეყანაში პირველად აშენდება სრულიად ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურა. მისი დასრულების შემდეგ ქუთაისის აეროპორტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მომსახურებას შეძლებს. ეს ნიშნავს რეისებს უფრო შორი მანძილებიდან, ასევე ტვირთების მომსახურებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქუთაისის აეროპორტის როლს ქვეყნის ეკონომიკაში და ხელს შეუწყობს შემოსავლების ზრდას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქუთაისის აეროპორტი გამოირჩევა სწრაფად მზარდი დინამიკით, რაც ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ და პირდაპირი ფრენებისა და სიხშირეების ზრდამ განაპირობა. მისი თქმით, 2025 წლის 8 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1 238 458 მგზავრს მოემსახურა, რაც 11%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. „მიმდინარე წელს ვგეგმავთ აეროპორტის განვითარების არსებული გეგმის რევიზიას, რათა გაიზარდოს სამგზავრო ტერმინალის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ 3.5 კმ-იანი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა