ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანიასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურისმშენებლობა აქტიურ ფაზაშია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ქვეყანაში პირველადხორციელდება საერთაშორისო დანიშნულების ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთანდაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა.
სრულდება მიწის საექსკავაციო პროცესი, პარალელურად მიმდინარეობს ხელოვნური საფარისმოწყობის სამუშაოები.
ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობის სამუშაოები 3620 მეტრის ტერიტორიაზეა გაშლილი, სადაცამეტაპზე მიმდინარეობს ინერტული მასალების შეტანა, ფუნდამენტის მოწყობა და ხელოვნურისაფარის დაგემის სამუშაოები.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობსსამიმოსვლო ბილიკის საფუძვლის მოწყობისა და თვითმფრინავების სადგომ ბაქანზე ცემენტო-ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები. ასევე, დაახლოებით, 17 კმ საერთო ფართზე ახალი საინჟინრო-საირიგაციო ნაგებობების მოწყობა.
პროექტის ჯამური ღირებულება 240 მლნ ლარს შეადგენს. ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული სააეროდრომო ინფრასტრუქტურის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მიიღოს და მოემსახუროს მსოფლიოში ყველაზე დიდგაბარიტიან საჰაერო ხომალდებს.
პროექტს სამშენებლო კომპანია ,,ანაგი" ახორციელებს. რისი დასრულების შემდეგაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება F კოდური აღნიშვნის პირველი აეროდრომი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის (F კატეგორიის) საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.