მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აშშ-ში რეგისტრირებული ავიაკომპანიები საქართველოს ბაზრით დავაინტერესოთ - მარიამ ქვრივიშვილი

news image
mbc image

აშშ-სთან პირდაპირი ავიარეისები ეს არის ჩვენი ხელისუფლების და თითოეული ჩვენგანის მთავარი პრიორიტეტი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

მისივე განმარტებით, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებაზე მოლაპარაკებებს ამერიკულ ავიაკომპანიებთან აწარმოებს.

„არაერთი წელია ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ პირველ რიგში დავაინტერესოთ აშშ-ში რეგისტრირებული და ოპერირებადი ავიაკომპანიები, იმისთვის, რომ მათ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენებს დაწყებაზე მიიღონ გადაწყვეტილება.

ჩვენ ვიყენებთ ყველა პლატფორმას, ყველა ინსტრუმენტს იმისთვის, რომ გვქონდეს შეხვედრები ამერიკულ ავიაკომპანიებთან. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ ანალიტიკას, თუ რა მგზავრთნაკადზე გაქვს საუბარი და ტურისტული ნაკადები როგორ იზრდება.

აქვე ვიტყოდი, რომ 2023 წელს 75 ათასზე მეტმა ადამიანმა იმგზავრა ტრანზიტული გზით საქართველოსა და ამერიკას შორის. ვფიქრობთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი ბაზისი, რომ გვქონდეს წინაპირობა მათ შორის ავიაკომპანიებთან საუბრისას, რომ ისინი დავაინტერესოთ საქართველოს საავიაციო და ტურისტული ბაზრით. 

გარდა ამისა ვხედავთ, რომ მზარდია ტურისტული ნაკადები და მუდმივად ვაწარმოებთ მარკეტინგულ აქტივობებს იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობა აშშ-ში გაიზარდოს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის პირდაპირ ფრენებს აქვს, როგორც ეკონომიკური ისე პოლიტიკური დატვირთვაც. 

„პირდაპირ ფრენებს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ იმავდროულად მას აქვს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა და ღირებულება. მნიშვნელოვანია, რომ ასევე გვქონდეს მხარდაჭერა მეორე მხრიდანაც, რომ  ერთობლივი ძალისხმევით, ანუ ორივე ქვეყნის საერთო ძალისხმევით უზრუნველვყოთ პირდაპირი საჰაერო რეისები“ , - აღნიშნა ქვრივიშვილმა. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა