მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა ბენეფიტები აქვთ Batumi Card-ის მფლობელებს

news image
mbc image

აჭარაში დასვენებისას ტურისტებს ფასდაკლებების ბარათით შეუძლიათ ისარგებლონ.  Batumi Card-ი  ფასდაკლებების ბარათია, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორებს სთავაზობენ.

ქარდი არის ფასდაკლების ბარათი, რომელიც შექმნილია აჭარაში მოგზაური ტურისტების მაქსიმალური კომფორტისთვის, რომელიც მოკლე დროში მეტი ტურისტული ობიექტის მონახულებისა და ნაკლები ხარჯის გაწევის ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ  Batumi Card-ი საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია და მისი შეძენა შეუძლიათ, როგორც უცხოელ ვიზიტორებს ასევე ადგილობრივებსაც. 

„ბარათი აერთიანებს 100 ტურისტულ ობიექტს, ამაში შედის როგორც განთავსების, ასევე კვების ობიექტები და რა თქმა უნდა ღირსშესანიშნაობები, სადაც ბარათის მფლობელებისთვის ფასდაკლება 35-დან 50%-მდეა.

მთავარი მიზანი იყო ის, რომ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შემოსულ ვიზიტორს მიეღო არა მხოლოდ საჭირო ინფორმაცია და ბუკლეტები არამედ მათთვის გადაადგილების კომფორტიც შეგვექმნა.

სწორედ ამიტომ ეს ბარათი საკმაოდ მოქნილია, რადგანაც მასზე ფასდაკლებების გარდა, ინტეგრირებულია მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა და ვიზიტორს შეუძლია 10-ჯერ უფასოდ იმგზავროს. ასევე სხვადასხვა მუზეუმები თუ ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულებისას ფასდაკლებით ისარგებლოს“, - აცხადებს Business Insider Georgia-თან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძე. 

ლელა გოგუაძის განმარტებითვე, ბარათის მფლობელებისათვის პარტნიორ სასტუმროებში მოქმედებს ასევე 10-დან 20%-მდე ფასდაკლება.

რას აერიანებს Batumi Card-ი?

ბარათში თავმოყრილია ყველა ის ობიექტი, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს აჭარაში მოგზაურობისას, მათ შორის შესაძლოა, ისეთიც აღმოაჩინოთ, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გსმენიათ, მაგრამ ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგეშვათ.

ამიტომ, Batumi Card-ი ინფორმაციულადაც დაგეხმარებათ და გარკვეულწილად ჩვენი რეგიონის მეგზურობასაც გაგიწევთ. Batumi Card-ში წარმოდგენილია ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტიული ატრაქციები, მუზეუმები, განთავსებისა თუ კვების ობიექტები, ტურისტული მარშრუტები, მაღაზიები, კულინატიული მასტერკლასები და სხვა.

ფასდაკლების ბარათი ასევე მოიცავს 10 უფასო მგზავრობას მუნიციპალური ტრანსპორტით და მობილურის სიმ ბარათს 1 GB ინტერნეტით.

Batumi Card-ის შეძენა შესაძლებელია როგორც ტურისტულ საინფორმაცო ცენტრებში, ასევე ვებ-გვერდის საშუალებით. ბარათის ფასი კი 15 ლარია.

ვებ-გვერდის საშუალებით შეძენისას გამოიყენებთ საკრედიტო ბარათს, რისთვისაც საჭიროა შემდეგ ინფორმაციის მითითება: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკრედიტო ბარათის დეტალები.

როგორ გამოიყენოთ Batumi Card-ი?

ეწვიეთ  ვებ-გვერდს, რომლზეც გაეცნობით სრულყოფილ ინფორმაციას Batumi Card-ში შემავალ ობიექტებთან დაკავშირებით https://visitajara.com/ka/batumi-discount-card

ფასდაკლების გასააქტიურებლად, უბრალოდ, წარადგინეთ ბარათს, რომელზეც დართულია უნიკალური კოდი.

მუნიციპალურ ტრანსპორტში ბარათის გამოსაყენებლად, შეახეთ ბარათი წამკითხველ ვალიდატორს.

ბარათი მოქმედია 10 დღის ვადით და ფასდაკლება თითოეულ ობიექტზე ერთჯერადია (გარდა ავტობუსის ბარათისა).

ფასდაკლება ვრცელდება ერთ ან მეტ ადამიანზე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა