მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

რა გამოწვევებია დღეს ტურიზმის სექტორში - გიორგი დოლიძის შეფასება

news image
mbc image

ძირითადი გამოწვევა, რაც დღეს ტურიზმს აქვს, სამწუხაროდ, არ არის უშუალოდ ტურიზმზე ან ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებულ რომელიმე შემადგენელ კომპონენტზე დამოკიდებული, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას კომპანია HSC Group Hospitality-ის დირექტორმა, გიორგი დოლიძე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ტურიზმის სექტორის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული როგორც შიდა რესურსებზე, ისე გლობალურ გარემო ფაქტორებზე.

„ჩვენზე რომ იყოს დამოკიდებული, მოლაპარაკებებითა და მსჯელობით გარკვეულ შედეგს მივაღწევდით და პრობლემას გადავჭრიდით. თუმცა, მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ჩვენი მოწყვლადობა იმ გლობალური ვითარების მიმართ, რომელიც შიგნიდან აბსოლუტურად არავისზეა დამოკიდებული. ჩვენ ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ ტურისტს კარგად მოვემსახუროთ და წლიდან წლამდე გავზარდოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი როგორც შემოსავლების, ისე უშუალოდ ნაკადების კუთხით, მაგრამ როდესაც ეჯახები გარე ფაქტორების ისეთ კედელს, რომელსაც ვერ გადაახტები და შენზე არანაირად არ არის დამოკიდებული - ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია.

სხვა მხრივ, თავად სექტორს, აქ მომუშავე თითოეულ ადამიანს, სახელმწიფოს, გახსნილ საზღვრებს, ამდენ მიმართულებას, ბრენდულ ობიექტსა თუ სხვადასხვა ღონისძიებას და იმ საერთაშორისო აღიარებას, რომ საქართველოში ჩასვლა ნამდვილად ღირს, ყველაფერი ხელს უწყობს. ამის მიღმა უკვე შიდა ინფრასტრუქტურული პრობლემები რჩება, რომლებიც არსებობს სამთო კურორტებზე თუ საზღვაო მიმართულებებზე, თუმცა ეტაპობრივად ეს ყველაფერიც იქითკენ მიდის, რომ აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

ჩვენ ვიცით, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება კვესეთი-კობის შემოვლითი გვირაბი, რაც, ვფიქრობ, გუდაურს აქცევს ზუსტად იმ საკურორტო ზონად, სადაც სატრანზიტო ნაკადები აღარ იმოძრავებენ - ეს ნაკადები ხომ მანამდე ქაოსსა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემას ქმნიდა. სწორედ მგონია, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის ასეთი ფართო და მრავლისმომცველი პროექტების განხორციელებით, სამთო კურორტები კიდევ უფრო მეტად განვითარდებიან ნიშური მიმართულებით, რადგან მოშორდება ქაოსი და დარჩება მხოლოდ ტურისტებზე ორიენტირებული ლოკაცია“, - აცხადებს გიორგი დოლიძე, 

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 2026 წლის III კვარტალში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი გაიზარდა როგორც თბილისში, ისე ბათუმში | Galt & Taggart

22.10.2026.21:59

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამება" აქვეყნებს. 

ვიზიტების დინამიკა:

2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 2.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წლიურად 4.7%-იანი ზრდაა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.

ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ) ვიზიტების მატებამ განაპირობა. აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა, ისრაელიდან ვიზიტები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, რაც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული ტურისტული შეფერხებების შემსუბუქებას და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდანაც (+30.2% წ/წ), რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.

ამავდროულად, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ) და ინდოეთიდან (-25.9% წ/წ). თურქეთიდან კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებამ გამოიწვია, ხოლო ინდოეთიდან ვიზიტების კლება კვლავ IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტით იყო განპირობებული. სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორის საუდის არაბეთიდან ვიზიტები წლიურად 32.8%-ით შემცირდა.

2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. საერთო მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლნ შეადგინა, ერთდღიანი ვიზიტები კი 9.0%-ით შემცირდა და 0.9 მლნ შეადგინა.

შემოსავლები ტურიზმიდან:

2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ).

ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა