მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

რა გეგმები აქვს Park Hotel Surami Chalet-ის მენეჯმენტს სასტუმროს ცნობადობის გასაზრდელად და უფრო მეტი სტუმრის მისაღებად

news image
mbc image

სასტუმრო Park Hotel Surami Chalet - სასტუმრო სურამი შალე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უფრო მეტი სტუმრის მოლოდინშია, ვიდრე გასული წლის მაჩვენებლები იყო. 
„2025 წლის ტურისტულ სეზონს ვხდებით დიდი მზაობით, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული სერვისებით, კომფორტული კოტეჯებით, ველნეს ზონით და ღია აუზით, რაც ჩვენს სასტუმროს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის როგორც ჯანმრთელობის, ისე კულტურული და დასასვენებელი ტურიზმის თვალსაზრისით.

Park Hotel Surami Chalet-ის მენეჯმენტის გათვლებით, 2025 წლის ზაფხულის სეზონი მოსალოდნელია მნიშვნელოვნად უფრო წარმატებული იყოს, ვიდრე 2024 წლის ანალოგიური პერიოდი. ეს პროგნოზი ემყარება რამდენიმე რეალურ ტენდენციას და ანალიზს:

  • 2025 წლის მაისის ბოლოსთვის მიღებული ჯავშნები ადრე შეივსო, ვიდრე 2024 წელს იმავე პერიოდში.
  • განსაკუთრებით აქტიურია თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და უცხოეთის ვიზიტორები (ბალტიისპირეთი, არაბული ქვეყნებიდან სტუმრები).
  • შეინიშნება გაცილებით დიდი დაინტერესება გრძელვადიანი დასვენების პაკეტებზე, განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებს შორის.

ამ ფონზე მენეჯმენტი ელოდება, რომ ივლისი–აგვისტო სრულად იქნება დატვირთული. წინასწარ ჯავშნებზე დაყრდნობით დარჩენილია ძალიან მცირე თავისუფალი თარიღები“,- აცხადებს Business Insider Georgia-სთან სასტუმროს გაყიდვების ხელმძღვანელი თამარ მოსიძე.

Park Hotel Surami Chalet-ს ერთდროულად 35–45 სტუმრის მიღების შესაძლებლობა აქვს, რაც მოიცავს 8 სრულად აღჭურვილ ნომერს (მათ შორის 2  სტანდარტული ორადგილიანი (შესაძლებლობით დამატებითი საწოლის განთავსების), 5 ოჯახური ტიპის ნომერი (3–4 ადამიანი) და 1 პრემიუმ კლასის ვილა (10-12 ადამიანი). 

სასტუმროს ეზოსა და საერთო სივრცეების ზომა გათვლილია ისე, რომ ეს რაოდენობა არ ქმნის გადატვირთულობის განცდას და ყველა სტუმარი კომფორტულად თავსდება.
დღეისათვის არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით, Park Hotel Surami Chalet-ის სტუმრების დაახლოებით 85% ადგილობრივია, ხოლო 15% უცხოელი ვიზიტორია. 
„ბალტიისპირეთიდან, არაბული ქვეყნებიდან სტუმრები არიან აქტიურები. ჩვენი მზაობაა უცხოელი ტურისტების წილის გაზრდა მინიმუმ 30%-მდე მომდევნო 2 წელიწადში. ამისთვის იგეგმება მეტი საერთაშორისო კოლაბორაცია ტუროპერატორებთან და ტრანსპორტისა და კომუნიკაციის გამარტივება უცხოელებისთვის (ინგლისურენოვანი მომსახურება, გიდების რეკომენდაციები, ტრანსფერის შეთავაზება)“, - ამბობს Park Hotel Surami Chalet-ის გაყიდვების ხელმძღვანელი. 
სასტუმროს მენეჯმენტის განმარტებით, Park Hotel Surami Chalet-ის საფასო პოლიტიკა 2025 წელს თითქმის შენარჩუნებულია.
„მენეჯმენტი ცდილობს შეინარჩუნოს ხარისხისა და ფასის ოპტიმალური ბალანსი, რაც სასტუმროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობაა.
 ფასების ზრდა ძირითადად უკავშირდება:

 

  • ინფლაციასა და კომუნალურ ხარჯებს,
  • გაუმჯობესებულ სერვისებსა და განახლებულ ინფრასტრუქტურას,
  • სეზონზე მაღალი მოთხოვნის ტენდენციას (ჯავშნები ივსება უფრო ადრე და სწრაფად).

მენეჯმენტი მიზანმიმართულად არ აწევს ფასს ზედმეტად, რათა არ დაკარგოს წინა წლების ერთგული კლიენტურა და შეინარჩუნოს „ხელმისაწვდომი კომფორტის“ იმიჯი“, - აცხადებს თამარ მოსიძე.

Park Hotel Surami Chalet კონკურენტული უპირატესობაა ის, რომ განთავსების ობიექტი სტუმრებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მომსახურებას გონივრულ ფასად, რაც მნიშვნელოვან უპირატესობას ქმნის სხვა ძვირიან კურორტებთან შედარებით.

„დღეს Park Hotel Surami Chalet-ის კონკურენტული უპირატესობა ეფუძნება უნიკალურ კომბინაციას: გამორჩეულ მდებარეობას, დახვეწილ სერვისს, თანამედროვე ინფრასტრუქტურასა და ოჯახურ, თბილ ატმოსფეროს. 

რატომ Park Hotel Surami Chalet?

  • სტრატეგიული მდებარეობა – სუფთა ჰაერი, ტყე და მზე,
  • სასტუმრო სთავაზობს კომფორტულ იზოლაციას ქალაქის ხმაურისგან – რაც პოპულარულია თბილისში მცხოვრები ოჯახებისთვის.

 სერვისები, რომლებიც ემსახურება რეალურ დასვენებას:

  •  ღია აუზი, საუნა
  •  კვების სივრცე, სადაც სტუმრებს მიეწოდებათ ადგილობრივი, ჯანსაღი ინგრედიენტებით მომზადებული კერძები.
  •  ბავშვებისა  სათამაშო ზონა და აქტივობები – ოჯახებისთვის ეს დიდ პლუსს წარმოადგენს“, - აცხადებს სასტუმროს გაყიდვების ხელმძღვანელი.


სამომავლოდ Park Hotel Surami Chalet-ის გეგმებში შედის, რომ გახდეს ყველაზე ცნობილი ბუტიკ-სასტუმრო საქართველოში.

„Park Hotel Surami Chalet-ის მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს ბრენდის ცნობადობის ზრდასა და სასტუმროს პოზიციონირებაზე, როგორც პრემიუმ კლასის, ხელმისაწვდომი ოჯახური დასვენების ადგილი. სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით ძალიან დიდია და ჩვენს მომხმარებლებს ეტაპობრივად გავუზიარებთ.

მენეჯმენტის მიზანია Park Hotel Surami Chalet გახდეს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ბუტიკ-სასტუმრო საქართველოში“, - ამბობს თამარ მოსიძე. 

საგულისხმოა, რომ Park Hotel Surami Chalet-ის მაგალითზე, ზამთრის თვეებში (ნოემბერი-თებერვალი) დატვირთულობა შედარებით მცირდება, თუმცა როგორც სასტუმროს მენეჯმენტი ამბობს არსებობს სტაბილური ნაკადი. 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ Norwegian-თან

01.07.2026.08:46

Business Insider Georgia-ს ექსკლუზიური ინტერვიუ ავიაკომპანია Norwegian-თან. ავიამიმართულებების განვითარების დირექტორი ადინ კავარა დეტალურად საუბრობს მოლოდინებზე, სამომავლო პერსპექტივებსა და იმ ფაქტორებზე, რამაც კომპანიას საქართველოს ბაზარზე შემოსვლის გადაწყვეტილება მიაღებინა.

რატომ გადაწყვიტა Norwegian-მა სწორედ ახლა საქართველოს ბაზარზე შემოსვლა და რა შესაძლებლობებს ხედავთ საქართველოს ავიაციის და ტურიზმის სექტორებში?

საქართველოს ცნობადობა ბოლო წლებში თანდათან იზრდება, განსაკუთრებით მისი მეღვინეობის რეგიონების, შთამბეჭდავი ბუნებისა და სამთო-სათხილამურო კურორტების გამო. Norwegian-ს სჯერა, რომ სკანდინავიის ქვეყნებიდან პირდაპირი და ხელმისაწვდომი ავიარეისების შეთავაზებით ტურისტების სრულიად ახალი სეგმენტი დაინტერესდება საქართველოს მონახულებით.

არის თუ არა კოპენჰაგენის რეისი Norwegian-ისთვის საქართველოში ოპერირების მხოლოდ პირველი ეტაპი, თუ უკვე განიხილავთ ახალი პირდაპირი მიმართულებების დამატებასა და ქსელის გაფართოებას?

კოპენჰაგენი ჩვენთვის ბუნებრივი პირველი არჩევანი იყო, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ სკანდინავიის ქვეყნებს შორის სწორედ დანიასა და საქართველოს შორის არის მგზავრთა ყველაზე დიდი ნაკადი. ახალი მიმართულებების განხილვა ჯერ ნაადრევია, თუმცა თუ კოპენჰაგენის რეისი წარმატებული იქნება, ბუნებრივია, მომავალში განვიხილავთ სხვა სკანდინავიური ქალაქებიდანაც პირდაპირი რეისების დამატებას.

როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს Norwegian-ის შემოსვლა საქართველოს საავიაციო ბაზარზე კონკურენციის, მგზავრების არჩევანისა და ავიაბილეთების ფასების თვალსაზრისით?

როგორც ყოველთვის, როდესაც ახალი პირდაპირი მიმართულება ემატება ველოდებით, რომ ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან მგზავრების უმრავლესობა უპირატესობას პირდაპირ რეისებს ანიჭებს. ამასთან, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა გააძლიერებს კონკურენციას და მგზავრებს მეტ არჩევანს შესთავაზებს, რაც დადებითად აისახება ავიაბილეთების ფასებზეც. უფრო ხელმისაწვდომი ტარიფები კიდევ უფრო გაზრდის მგზავრთა რაოდენობას და მთლიანად საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორია Norwegian-ის გრძელვადიანი ხედვა საქართველოს მიმართ? ელით თუ არა მომდევნო წლებში ფრენების სიხშირის გაზრდას, ახალი მიმართულებების დამატებასა და ბაზარზე საქმიანობის გაფართოებას?

ჩვენი მიზანია საქართველო ჩვენი მარშრუტების ქსელში პოპულარულ მიმართულებად ვაქციოთ და სკანდინავიის ქვეყნებსა და საქართველოს შორის კავშირი კიდევ უფრო გავაძლიეროთ. კოპენჰაგენსა და თბილისს შორის ახალი რეისის დაწყება, იმედია, Norwegian-ის საქართველოში ოპერირების მხოლოდ დასაწყისია. მომავალში გვინდა გავზარდოთ როგორც ფრენების სიხშირე, ისე დავამატოთ ახალი მიმართულებებიც.

როგორ მიმდინარეობდა პროცესი, რომელმაც Norwegian-ის საქართველოში შემოსვლამდე მიგიყვანათ. როგორ შეაფასებდით თანამშრომლობას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან (UAG), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საავიაციო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან? რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თანამშრომლობა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის?

Norwegian-ის საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების დაწყების პროცესში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან (UAG) და სხვა პარტნიორებთან თანამშრომლობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რადგან ეს Norwegian-ისთვის საქართველოში პირველი რეისია, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა უკეთ შეგვეფასებინა ბაზრის პოტენციალი. ყველა ჩართული მხარის მხარდაჭერამ და ძალისხმევამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ეს მიმართულება რეალობად ქცეულიყო.

როგორია თქვენი მოლოდინი ამ მიმართულებაზე მგზავრთა მოთხოვნისა და კომერციული შედეგების მიმართ უახლოეს წლებში? რომელ სეგმენტზე აკეთებთ ძირითად აქცენტს - გამსვლელ ტურისტებზე, საქართველოში შემომსვლელ უცხოელ ვიზიტორებზე, ბიზნესმგზავრებზე თუ ქართულ დიასპორაზე? თქვენი შეფასებით, რომელ სეგმენტში იქნება მოთხოვნა ყველაზე მაღალი?

ამ მიმართულების მიმართ ჩვენი მოლოდინები საკმაოდ მაღალია, რადგან გვჯერა, რომ საქართველო მომდევნო წლებში კიდევ უფრო პოპულარული ტურისტული ქვეყანა გახდება. ვიმედოვნებთ, რომ მოთხოვნა საკმარისად მაღალი იქნება იმისთვის, რომ რეისი მთელი წლის განმავლობაში შევასრულოთ და სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა ტიპის ტურისტებს მოვემსახუროთ. ჩვენი პროგნოზით, მგზავრთა ძირითად ნაწილს შეადგენენ სკანდინავიელი მოგზაურები, რომლებიც ახალ გამოცდილებას ეძებენ, ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ბიზნესმგზავრები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა