რა ღირს Airbnb-ის მიხედვით ტურისტებისთვის ღამისთევა თბილისში
რა ღირს ტურისტებისთვის ღამისთევა თბილისში. როგორც Airbnb-ზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, აგვისტოში თბილისში 1 ოთახიანი ბინის დაქირავება დღიურად 18 დოლარიდანაა შესაძლებელი.
ცხადია, ფასი დამოკიდებულია ბინის მდებარეობაზე, ჯავშნის ვადიანობაზე, სერვისსა და სხვა მრავალ ფაქტორებზე, რაც ტურისტის კომფორტულ განთავსებას უკავშირდება.
დღეისათვის ყველაზე მაღალი ფასი დღიურ განთავსებაზე აგვისტოში 145 დოლარია.
თბილისში განთავსებაზე Airbnb-ზე 1000-ზე მეტი ობიექტია წარმოდგენილი, მათ შორის ბინების გარდა არის სახლები და სასტუმროები.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.