რა ღირს შარმ ელ შეიხში დასვენება
ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ შეიხში დასვენების ღირებულება 1350 ლარიდან იწყება
როგორც „ავიაქსელის“ მიერ გამოქვეყნებული შეთავაზებიდან ირკვევა, 25 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში, ინდივიდუალური 1 კვირიანი ტურების ღირებულება, რომელიც 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ღამისთევებს ითვალისწინებს 1350 ლარია.
თუმცა ტურის ფასი მაინც ინდივიდუალურია და ის დამოკიდებულია სასტუმროს მდებარეობაზე და ასევე მომსახურების დონესა და ხარისხზე.
იგივე „ავიაქსელის“ შეთავაზებითვე, ტურის ღირებულება სასტუმრო Laguna Vista Beach Resort-ში ერთ კვირიანი განთავსებით1930 ლარია.
ტურის ღირებულება მოიცავს: პირდაპირი ავიაბილეთები, 7 კგ ხელბარგი, 20 კგ ჩასაბარებელი ბარგი
სასტუმრო, კვება: All inclusive, სამოგზაურო დაზღვევა, ტრანსფერი
შენიშვნა: ფასი მოცემულია თითო ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში;
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.