რა ღირს ტური ზანზიბარში
ზანზიბარში 6 დღიანი ტურის ფასი სექტემბერში 3770 ლარია. როგორც Voyager 365-ის მიერ გამოქვეყნებულ შეთავაზებაშია აღნიშნული, აღნიშნული ფასი მოიცავს 4 ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსებას, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს შემთხვევაში კი ფასი 4850 ლარია.(ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში)
ღირებულებაში შედის: ავიაბილეთები თბილისიდან, სასტუმროში განთავსება, სამოგზაურო დაზღვევა, საუზმე, ორმხრივი ტრანსფერი, სავიზო მოსაკრებელი.
ზანზიბარი, აღმოსავლეთ აფრიკაში ტანზანიის გაერთიანებული რესპუბლიკის ნახევრადავტონომიური ნაწილია. ქვეყანა მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში მატერიკიდან 25-30 კმ-ში და ზანზიბარის არქიპელაგისგან შედგება. ავტონომიის ტერიტორიაში შედის არქიპელაგში არსებული ორი მოზრდილი (ზანზიბარი და პემბა) და მრავალი მცირე ზომის კუნძული.
ვინაიდან კუნძული ეკვატორზეა, მთელი წლის განმავლობაში ის დაახლოებით +30-ია. ტემპერატურის სხვაობა მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე გრადუსია.
ყველაზე ცივ თვეშიც კი საშუალო დღიური ტემპერატურა +25-ზე არ ჩამოდის. წვიმიანი სეზონი: აპრილი-მაისი. წლიდან წლამდე განსხვავებულია. კუნძულზე ტურისტები წვიმიან სეზონზეც არიან,თუმცა ყველა დანარჩენ თვეებში ზანზიბარში დასვენება სიამოვნებაა.ზანზიბარის სანაპიროსთან ოკეანეში წყალი მთელი წლის განმავლობაში 25 გრადუსზე მაღლა დგას.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.