რა ღირს Wizz Air-ის ბილეთები აგვისტოში
დღეს საქართველოდა ევროპაში მოხვედრა ყველაზე იაფად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ავიაკომპანია Wizz Air-ითაა შესაძლებელი.
ჩვენ გავაანალიზეთ ავიაკომპანიის მიმართულებები აგვისტოში, საიდანაც დგინდება, რომ დღეისათვის აგვისტოს ფრენებზე ყველაზე იაფი ავიაბილეთი ქუთაისი - ანუ დაბის მიმართულებაზე იყიდება და ის 108.60 ლარიდან იწყება.
ცხადია ამ შემთხვევაში საუბარია ავიაბილეთზე, რომელის შეძენისას ბორტზე მხოლოდ პატარა ჩანთის ატანაა შესაძლებელი.
Wizz Air-ის ავიაბილეთების ფასები აგვისტოში ქუთაისის აეროპორტიდან:
(აღებულია ამ დროისათვის სისტემაში არსებული ყველაზე დაბალი ტარიფები, რომლებიც მოთხოვნის ფონზე ცვალებადია).
ქუთაისი - აბუ დაბი - 108,60 ლარი,
ქუთაისი - ლარნაკა - 108.60 ლარი,
ქუთაისი - ბრიუსელი - 180,60 ლარი,
ქუთაისი - კოპენჰაგენი - 204,60 ლარი,
ქუთაისი - ათენი - 104,60 ლარი,
ქუთაისი - პარიზი - 220.60 ლარი,
ქუთაისი -ვენა - 228,60 ლარი,
ქუთაისი - სალონიკი - 228,60 ლარი,
ქუთაისი - მემინგენი - 292.60 ლარი,
ქუთაისი - კატოვიცე - 292,60 ლარი,
ქუთაისი - რიგა - 292.60 ლარი,
ქუთაისი - ფრანკფურტი-ჰანი - 292.60 ლარი,
ქუთაისი - მილანი - 292.60 ლარი,
ქუთაისი - ბუდაპეშტი - 292.60 ლარი,
ქუთაისი - ბერლინი - 308.60 ლარი,
ქუთაისი - ვარშავა - 316,60 ლარი,
ქუთაისი - ვილნიუსი - 316,60 ლარი,
ქუთაისი - ბარსელონა - 332.60 ლარი,
ქუთაისი - პრაღა - 332,60 ლარი,
ქუთაისი - რომი - 332,60 ლარი,
ქუთაისი - პარიზი - 348,60 ლარი,
ქუთაისი - დორტმუნდი - 460,60 ლარი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.