მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა იგეგმება ტურისტული გიდების მომსახურების ხარისხის  გაუმჯობესებისთვის

news image
mbc image

ტურისტული გიდების მომსახურების ხარისხის  გაუმჯობესებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მთავრობა  შესაბამის ადგილებს განსაზღვრავს, სადაც ტურისტული გიდის საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი, მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის იქნება.

როგორც „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მოპოვებისთვის წინაპირობები განისაზღვრება სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ტურისტული გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი მოწმობის მფლობელი პირი თავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე  შესვლისათვის დაწესებული გადასახდელისაგან. 

გიდების სერტიფიცირების პროცესზე აღსრულებაზე კონტროლი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ენიჭება. 

აღნიშნული მიზნით, ადმინისტრაცია 2024 და 2025 წლებში გეგმავს დამატებითი ორი კადრის აყვანას, (ერთი კადრი - 2024 წელს და დამატებით კიდევ ერთი - 2025 წელს), რომელთან დაკავშირებული სახელფასო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები 2023-2025 წლებში მოსალოდნელია 70,706 ლარი, ხოლო კადრის აყვანის ერთჯერადი ხარჯი  8,240 ლარი.

ამასთანავე, გიდების სერტიფიცირების წესებისა და პროცედურების შესამუშავებლად, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დასჭირდება გარე ექსპერტის მხარდაჭერა, რომლის ხარჯი შეფასებულია 15, 940 ლარს.  ექსპერტის მომსახურება შესაძლებელია ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსდეს დონორების მიერ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა