მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა შედის VIP-პაკეტებში, რომელსაც Go Tour-ი ნაპოლი - ბარსელონას მატჩზე დასწრების მსურველებს სთავაზობს

news image
mbc image

21 თებერვალს ნაპოლი - ბარსელონას საფეხბურთო მატჩი გაიმართება, რომლის ბილეთები საქართველოშიც ხელმისაწვდომია.

როგორც ტურისტული კომპანია Go Tour-ის დამფუძნებელი ნინო წიკლაური აცხადებს, აღნიშნული თამაში 2024 წლის 21 თებერვალსაა დაგეგმილი და Go Tour-ი პარტნიორების დახმარებით Distinti სექტორის ბილეთებს 600 ლარად ყიდის. 

„ნაპოლის“ ბილეთებზე ზოგადად მაღალი მოთხოვნაა და მით უმეტეს, როცა საქმე „ნაპოლი“-„ბარსელონას“ თამაშს ეხება. ასეთი დონის თამაშები ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უფრო მნიშვნელოვანია და ცხადია, ზრდის ბილეთებზე მოთხოვნას.

ჩვენ ვთავაზობთ როგორც პაკეტურ ტურებს, ისე მხოლოდ მატჩის ბილეთებს. გააჩნია რა სურს მათ. მატჩის ბილეთებით უზრუნველყოფა Go Tour-ის შემთხვევაში მაღალ დონეზეა აყვანილი, რადგანაც ნეაპოლში ისეთი პარტნიორები გვყავს, რომ მათ პირდაპირ „ნაპოლის“ კლუბიდან აქვთ ეს ბილეთები და „ჰაერი“, რომ იყიდება ათასნაირ საიტებზე და რისკებია, ეს ჩვენს შემთხვევაში გამორიცხულია. 

Go Tour არ იყიდის U8 სექტორის ბილეთებს, იმიტომ, რომ კარის უკანაა და ძნელია ფეხბურთს უყურო. ჩვენ ბილეთებს ე.წ კუთხურიდან ვყიდით. არის ასევე VIP-პაკეტები. Go Tour -ს ყველა ტიპის ბილეთის მიწოდება შეუძლია მსურველისთვის“, - აღნიშნა Business Insider Georgia-სთან Go Tour-ის დამფუძნებელმა.

ნინო წიკლაურის თქმით, „ნაპოლი“ - „ბარსელონას“ საფეხბურთო მატჩის ბილეთები ლიმიტირებულია. 

„უკვე ბილეთების რეალიზება აქტიურად ხდება. ჩვენს პარტნიორებს ბილეთები ლიმიტირებულად აქვთ და ამ ეტაპისთვის ნახევარი უკვე ფაქტობრივად შეკვეთილია“, - აღნიშნა წიკლაურმა. 

Go Tour-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ აღნიშნულ მატჩზე დასასწრებად ყველაზე ოპტიმალური პაკეტია, რომელიც 3 ღამეს მოიცავს  და პაკეტის ფასი 2500 ლარიდან იწყება.

ნეაპოლში გადაფრენა  თბილისიდან Lufhansa-ს მეშვეობით, მიუნხენში გადაჯდომით ხდება. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა