მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7277.3
-0.0314
flag
AZN 1.5733
-0.0003
flag
CNY 39.351
0.0024
flag
EUR 3.102
-0.0023
flag
GBP 3.5904
-0.0003
flag
KZT 56.59
-0.002
flag
TRY 0.0585
-0.0001
flag
USD 2.6744
-0.0006
news banner

რა სიახლეებს შესთავაზებს Castello Mare Hotel & Wellness Resort დამსვენებლებს - ინტერვიუ აღმასრულებელ დირექტორთან

news image

აქტიურად ვმუშაობთ როგორც სერვისების განვითარებაზე, ისე სეზონისთვის ახალი შეთავაზებების მომზადებაზე , - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ციხისძირში მდებარე Castello Mare Hotel & Wellness Resort-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზანდა მესხიძემ განაცხადა.

რა სიახლეები აქვს ამ ეტაპზე Castello Mare Hotel & Wellness Resort-ს და რა მიმართულებით ვითარდება სასტუმრო?

ამ ეტაპზე Castello Mare Hotel & Wellness Resort აქტიურად მუშაობს როგორც სერვისების განვითარებაზე, ისე სეზონისთვის ახალი შეთავაზებების მომზადებაზე. განსაკუთრებული პოპულარობით ამჟამად სარგებლობს ჩვენი სპა + ლანჩის შეთავაზება, რომელმაც უკვე მოიპოვა სტუმრების მაღალი ინტერესი და დადებითი შეფასებები.

პარალელურად, ვემზადებით ახალი სეზონისთვის და ვგეგმავთ არაერთ საინტერესო აქტივობას, რომელთა შესახებაც ჩვენი სტუმრები ეტაპობრივად შეიტყობენ. ჩვენი ერთგული მომხმარებლები განებივრებულნი არიან სხვადასხვა თემატური საღამოებით - მათ შორის ლუდის ფესტივალით, რეტრო მუსიკის საღამოებით, ქართული კულინარიის მასტერკლასებითა და სხვა ღონისძიებებით. შესაბამისად, ამ მიმართულებით აქტივობები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენი მთავარი მიზანი კი უცვლელია - Castello Mare დარჩეს ადგილად, სადაც დასვენება ერთდროულად არის კომფორტული, მშვიდი, მრავალფეროვანი და ემოციურად დასამახსოვრებელი. სასტუმრო განაგრძობს განვითარებას იმ მიმართულებით, რომელიც აერთიანებს დასვენებას, ველნესს, ოჯახურ კომფორტს და შთამბეჭდავ გამოცდილებას. სწორედ ეს ბალანსი გვინდა კიდევ უფრო გავაძლიეროთ მომავალ სეზონზე.

აღსანიშნავია, რომ წელს ჩვენი სასტუმროს 10 წლის იუბილეა და ცხადია ამ მნიშვნელოვან თარიღს არ გამოვტოვებთ. ვფიქრობთ, ამ საიუბილეო თარიღის განსხვავებულად შეხვედრას, რასაც აუცილებლად დავაანონსებთ წინასწარ.

რა ტიპის მომსახურებასა და გამოცდილებას სთავაზობთ დღეს სტუმრებს - როგორია სასტუმროს ძირითადი სერვისები და შეთავაზებები?

Castello Mare Hotel & Wellness Resort სტუმრებს სთავაზობს მრავალფეროვან მომსახურებას, რომელიც გათვლილია როგორც მშვიდ და განტვირთვით დასვენებაზე, ისე აქტიურ და ოჯახურ გამოცდილებაზე. ჩვენთან ხელმისაწვდომია როგორც განთავსება საუზმის ბაზაზე, ასევე All Inclusive მომსახურება, რომელიც მოიცავს სამჯერად კვებასა და ულიმიტო სასმელებს. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს SPA მიმართულებას - სხვადასხვა პროცედურები, პაკეტები და ველნეს გამოცდილება ჩვენი სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა და განუყოფელი ნაწილია.

ოჯახური სეგმენტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საბავშვო სივრცე, რომელიც სტუმრების დიდი მოწონებით სარგებლობს. ამჟამად, შაბათ-კვირას ბავშვებს ადგილზე ძიძა ხვდებათ, ხოლო სეზონიდან ეს სერვისი ყოველდღიურ ფორმატში იქნება ხელმისაწვდომი. ეს მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, რამდენიმე საათით მშვიდად დაისვენონ, გაატარონ დრო სპა სივრცეში ან აუზთან, რაც, ბუნებრივია, დამატებით კომფორტს ქმნის ოჯახური დასვენებისთვის. გარდა ამისა, სტუმრებს ვთავაზობთ მრავალფეროვან გასართობ და აქტიურ ინფრასტრუქტურას: ბოულინგს, მაგიდის ჩოგბურთს, ბილიარდს, კარაოკესა და ჩოგბურთის მოედანს. ჩვენი მიდგომა არის ის, რომ სტუმარმა Castello Mare-ში მიიღოს არა მხოლოდ განთავსება, არამედ სრულფასოვანი შთაბეჭდილება, სადაც დასვენება, გართობა და ხარისხიანი სერვისი ერთიანდება.

როგორ აფასებთ სტუმრების ინტერესსა და მოთხოვნას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების მხრიდან? როგორ შეიცვალა ტენდენცია ბოლო პერიოდში?

ბოლო პერიოდში ტურისტულ ბაზარზე ტენდენციები მნიშვნელოვნად შეიცვალა. თუ ადრე წინასწარი ჯავშნები უფრო აქტიურად კეთდებოდა, დღეს აშკარად გაზრდილია ე.წ. last-minute ჯავშნების წილი. მიმდინარე პერიოდში კი უკვე დაჯავშნილის გაუქმებების რაოდენობაც მატულობს. ამ პროცესებზე, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს საერთაშორისო და რეგიონული მოვლენები, ზოგადად არასტაბილური პოლიტიკური ფონი, რაც ზოგადად მომავლის პროგნოზირებას უფრო ართულებს.

ჩვენი სასტუმროსთვის ქართული ბაზარი ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და რჩება, ამიტომ ადგილობრივი სტუმრებისთვის მუდმივად ვქმნით სპეციალურ შეთავაზებებს, აქციებსა და სეზონურ პაკეტებს. თუმცა, ამასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო მიმართულებითაც. მნიშვნელოვან მიზნობრივ ბაზრად ჩვენთვის რჩება პოლონეთი. გასული წლის მონაცემებით, მაღალ სეზონზე მხოლოდ პოლონელი სტუმრების წილი 12%-ს აღემატებოდა, და განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა ჰქონდათ All Inclusive მომსახურებაზე. ეს გვაძლევს საფუძველს ვთქვათ, რომ პოლონური ბაზარი ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული და კარგად გაცნობიერებული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, ვგეგმავთ მონაწილეობას ტურისტულ გამოფენაში ვროცლავში, სადაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად წარვადგენთ როგორც რეგიონს, ისე ჩვენს სასტუმროს, როგორც უსაფრთხო, საინტერესო და მრავალფეროვანი დასვენების მიმართულებას.

გარდა ამისა, 2025 წელს გვქონდა აქტიური B2B შეხვედრები გერმანიის, ყაზახეთისა და ჩინეთის ტუროპერატორებთან. ვფიქრობთ, ეს ბაზრები განსაკუთრებით ინტერესდებიან ქართული კულტურით, კულინარიითა და ავთენტური გამოცდილებებით, რაც Castello Mare-ს შეთავაზებებს ძალიან ბუნებრივად ერგება. ცხადია, ჩინეთის ბაზარი საქართველოსთვის შედარებით ახალი მიმართულებაა და, ბუნებრივია, მეტ სამუშაოს საჭიროებს, თუმცა მისი პოტენციალი ძალიან დიდია.

რა გეგმები აქვს სასტუმროს განვითარებისა და გაფართოების მიმართულებით? გეგმავთ თუ არა ახალი სერვისების ან პროექტების დანერგვას?

სამომავლოდ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ველნეს მიმართულების კიდევ უფრო გაძლიერება და გაფართოება. აქტიურად განვიხილავთ სამედიცინო ტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს, რადგან გვჯერა, რომ თანამედროვე სტუმრისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დასვენებისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის კომბინაცია.

ამასთან ერთად, ჩვენთვის ძალიან საინტერესო და პრიორიტეტული მიმართულებაა ეკო მიდგომებისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების ინტეგრირება სასტუმროს საქმიანობაში. ამ ეტაპზე რამდენიმე იდეა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, ამიტომ დეტალებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ „კასტელო მარეს“ განვითარება მხოლოდ ინფრასტრუქტურულ ზრდას არ უკავშირდებოდეს - გვინდა, სასტუმრო განვავითაროთ როგორც სივრცე, რომელიც პასუხობს თანამედროვე სტუმრის მოთხოვნებს, იზიარებს მდგრადი განვითარების პრინციპებს და ქმნის ხარისხიან, მრავალფეროვან და ღირებულ გამოცდილებას.

აღსანიშნავია, რომ Castello Mare Hotel & Wellness Resort-ი 101 სასტუმრო ოთახს აერთიანებს. შეგიძლიათ იხილოთ სასტუმროს ყველა კუთხე 360° ტურში: 

https://360.castellomare.com/

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image თამარ იოსელიანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მურატ შექერს შეხვდა

23.05.2026.16:22

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მურატ შექერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები, რეგიონში არსებული ტენდენციები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ საავიაციო ბაზრად ყალიბდება, რასაც ხელს უწყობს ავიაციის ლიბერალიზაციის პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობა. ხაზი გაესვა, რომ მთავრობის თანმიმდევრულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გაზარდა მგზავრთნაკადი, მარშრუტების ხელმისაწვდომობა, ავიაკომპანიების წარმომადგენლობა და ტურისტული ნაკადები.

თამარ იოსელიანის განცხადებით, 2025 წელი საქართველოს საავიაციო სექტორისთვის რეკორდული იყო — ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტმა 8,5 მილიონამდე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-იანი ზრდაა. მისივე თქმით, შესრულებული რეისების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა, ხოლო 85 ავიაკომპანია ოპერირებდა 125 მიმართულებით, რაც საქართველოს რეგიონში მზარდ როლს კიდევ ერთხელ ადასტურებს. ასევე აღინიშნა, რომ დადებითი დინამიკა შენარჩუნდა 2026 წლის პირველ კვარტალშიც. 

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას. შეხვედრაზე განიხილეს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმები და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. აღინიშნა, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა მომდევნო ორი წლის განმავლობაში 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება. პარალელურად, იგეგმება ახალი, 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება.

მხარეებმა განიხილეს ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის ავიაკომპანიის გეგმები და რეგიონში არსებული გამოწვევები. აღინიშნა, რომ საქართველო-თურქეთს შორის მზარდი მგზავრთნაკადის ეფექტიანი მართვა ორმხრივ პრიორიტეტს წარმოადგენს.

Turkish Airlines ჯგუფში შედის AJet-იც, რომელიც აქტიურად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ორივე ავიაკომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოსა და თურქეთს შორის საჰაერო კავშირის გაძლიერებასა და ტურისტული და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა