მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რა თანხა დაიხარჯება 2025 წელს ტურიზმის ხელშეწყობისთვის

news image
mbc image

2025 წელს მთავრობა ტურიზმის ხელშეწყობისთვის 45%-ით მეტ თანხას დახარჯავს. როგორც 2025 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, 2025 წელს ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის 48,7 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი. მაშინ როდესაც 2024 წლის ბიუჯეტში ამ მიმართულებით  33,5 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული.

როგორც 2025-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში წერია, საქართველოსთვის ტურიზმის სექტორის გაძლიერება და ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალის ათვისება მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში აქცენტი გაკეთდა ახალი ტურისტული ბაზრების ათვისებასა და ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. მათ შორის, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების მიზნით.

„საქართველოს სასტუმროების ბაზარს შეემატება 310-ზე მეტი განთავსების ობიექტი, 34 700-ზე მეტი საწოლი ადგილით. შედეგად, 2 680-ამდე გაიზრდება სასტუმროების რაოდენობა, ხოლო საწოლი ადგილების რაოდენობა გაიზრდება 142 700-ამდე. გარდა ამისა, შემდგომი 4 წლის განმავლობაში კერძო ინვესტიციების ოდენობა სასტუმროების სექტორში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს გაუტოლდება. ამასთან, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, სახელმწიფო მომდევნო 4 წლის განმავლობაში 1 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.

განხორციელდება მიზნობრივი კამპანიები და სხვადასხვა აქტივობა წამყვან საერთაშორისო მედიასაშუალებებთან, რომლებიც ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად მოიცავს ახალ სამიზნე ბაზრებს, როგორიცაა: ინდოეთი, ჩინეთი, აშშ და სხვა ქვეყნები.

მთავრობა ხელს შეუწყობს ახალი, ოთხსეზონიანი კურორტების განვითარებას რაჭაში, მრავალძალისა და სხარტალი-ბეთლევის ტერიტორიებზე. ასევე შემუშავდება კურორტების 

კონცეფცია და განხორციელდება ინვესტიციების მოზიდვა. გარდა ამისა, განვითარდება განთავსების ობიექტები და სხვა სერვისები.

საქართველოს მთის კურორტების განვითარების მიზნით, გაგრძელდება ზამთრის სამთო- სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია, მეტი შიდა და უცხოელი ტურისტის მოზიდვის მიზნით. განხორციელდება ახალი საბაგიროს მშენებლობა/მონტაჟი და მოეწყობა ახალი სასრიალო ტრასები გუდაურსა (დაახლოებით, 8 კმ) და კურორტ გოდერძიზე (დაახლოებით, 6 კმ). დამატებით, გუდაურში დამონტაჟდება 3 კმ-იანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. გარდა ამისა, ახალი სასრიალო ტრასები მოეწყობა ბაკურიანში (3 კმ) და ჰაწვალის მთაზე (დაახლოებით, 6 კმ).

დაგეგმილია მასშტაბური პილიგრიმული პროექტის − „წმინდა ნინოს გზა“ − გზის ბილიკის განვითარება, რომლის მანძილი 600 კმ-ზე მეტია (ფოკადან ბოდბემდე), რომელიც 12 მუნიციპალიტეტს და 16 ეპარქიის ტერიტორიას მოიცავს.

მთავრობის მიერ დაგეგმილი ქმედებების შედეგად, 2028 წლისთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6,4 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა 11 მილიონამდე გაიზრდება“, - აღნიშნულია მთავრობის 2025-2-28 წლების სამოქმედო გეგმებში. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა