მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

მშვიდი დასვენების ახალი მისამართი რაჭაში - ტურისტული კომპლექსი „დაკიდულა“

news image
mbc image

ტურისტული კომპლექსი Dakidula • დაკიდულა მართალია გასულ წელს გაიხსნა, თუმცა რაჭის სავიზიტო ბარათად უკვე იქცა. პანორამული ხედები, კომფორტული კოტეჯები და გემრიელი სამზარეულო - აქ ყველაფერია მყუდრო და წყნარი დასვენებისთვის. 

„დაკიდულა“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელი ბოსტანაში მდებარეობს და დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 12 ადამიანი. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწყობილი პრესტურის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე „დაკიდულას“ თანადამფუძნებელმა ზურაბ მანჯგალაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, „დაკიდულას“ რამდენიმე დღეში ახალი სერვისები დაემატება.

„დაკიდულა“ აერთიანებს 9 კოტეჯს, რომელიც 2 პერსონაზე არის გათვლილი. თუმცა ზოგიერთ კოტეჯში გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ +1 სტუმარი მივიღოთ. მთლიანობაში ერთდროულად, მაქსიმუმ 23 სტუმრის მასპინძლობა შეგვიძლია.

„დაკიდულა“ გაიხსნა გასულ წელს და ამ ეტაპზე შემოვიფარგლებით კოტეჯებითა და რესტორნით. თუმცა მალე დაგვემატება ფუდკორტი. ეს იქნება სივრცე, სადაც იქნება მუსიკა, ბორდგეიმები, კოქტეილები და ასე შემდეგ“ - განმარტავს ზურაბ მანჯგალაძე.

„დაკიდულას“ მშენებლობისთვის 1,5 მლნ ლარზე მეტის ინვესტიციაა განხორციელებული. „დაკიდულას“ საქმიანობა არის სეზონური,  თუმცა მენეჯმენტის სურვილია, რომ ის 4 სეზონზე გათვლილი ობიექტი იყოს. 

„შარშან ჩვენი ობიექტი გაიხსნა ივლისში და რა თქმა უნდა პირველივე წელს არ გვქონდა მაღალი ცნობადობა. იყო სხვა ფაქტორებიც, რაც ჩვენზე მოქმედებდა. თუნდაც ის, რომ იყოს ევროპის ჩემპიონატი და დიდი ნაკადი საქართველოდან გავიდა. წლევანდელ წელს რაც შეეხება დამსვენებლებმა საგრძნობლად მოიმატა. ამ დროისათვის ქართველი და უცხოელი დამსვენებლების თანაფარდობა 50/50-ზეა. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2024 წლის ივნისში გვყავდა 15 სტუმარი, ხოლო წელს 97 სტუმარი. რაც შეხება ივლისს მათი რაოდენობა ჩვენს მაგალითზე თითქმის 5-ჯერ მეტია. გასულ წელს ჩვენთვის ყველაზე დატვირთული იყო აგვისტოს თვე, და წელს აგვისტოზე 70%-მდე უკვე დაჯავშნილია.

მიმდინარე წელს უკვე 14 სხვადასხვა ქვეყნიდან ვუმასპინძლეთ სტუმრებს. ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან მივიღეთ სტუმარი. უცხოელი დამსვენებლები საშუალოდ 2-3 ღამეს იღებენ. ივლისში კოტეჯის ღირებულება 250 ლარი იყო, თუმცა აგვისტოზე უკვე 270 ლარია. ფასები არის კვების გარეშე, ხოლო კვების ჩათვლით თანხას 30 ლარი ემატება. სტუმარს ასევე შეუძლია რესტორნის მენიუდან აირჩიოს სასურველი კერძები.


წელს სეზონი დავიწყეთ 1 ივნისს და ალბათ ოქტომბრის ბოლომდე ვიმუშავებთ. გვინდა, რომ ოთხივე სეზონზე ვიმუშაოთ, თუმცა ჯერჯერობით ამის საშუალება ნაკლებადაა“, - ამბობს „დაკიდულას“ თანადამფუძნებელი.

„დაკიდულა“ წელს რესტორანს უკვე საკუთარი ღვინითაც მოამარაგებს. ტურისტული ობიექტის გარშემო 2,5 ჰა ფართობზე 10 ათასი ძირი ვენახია გაშენებული, რომლის პირველ მოსავალსაც წელს ელოდებიან. წინასწარი გათვლებით 4 ტონა ყურძნის მოსავალზე აკეთებენ პროგნოზს, რომლის გადამუშავების შედეგადაც მიღებულ ღვინოს მთლიანად საკუთარ რესტორანში გაყიდიან.

 

 

 

 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image Air Canada სექტემბერ-ოქტომბერში რეკორდულ შემოსავალს ელის

20.08.2026.17:00

Air Canada-ს სექტემბრისა და ოქტომბრის შემოსავალი, სავარაუდოდ, ამ ორი თვისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, რადგან პრემიუმ კატეგორიის სულ უფრო მეტი მგზავრი ევროპასა და იაპონიაში ზაფხულის სიცხესა და ტურისტების სიმრავლეს გაურბის, - აცხადებს კომპანია.

ჩრდილოეთ ამერიკის მსხვილი ავიაკომპანიები ბოლო წლებში საკუთარ ბიზნესს სულ უფრო მეტად აფუძნებენ პრემიუმ კატეგორიის მგზავრებზე, კორპორაციულ კლიენტებსა და ლოიალობის პროგრამების წევრებზე, რადგან მათი შეფასებით, ტარიფების ზრდის შემთხვევაში ეს მომხმარებლები ხარჯების შემცირებას ნაკლებად მიმართავენ.

შემოდგომაზე საქმიანი მოგზაურობის მოთხოვნის ზრდა, პრემიუმ კატეგორიის დასასვენებელი მოგზაურების სამოგზაურო ჩვევების ცვლილებასთან ერთად, ავიაკომპანიების ხელმძღვანელების მოლოდინებს ზრდის იმ სეზონებთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე ივლისისა და აგვისტოს მსგავსი პიკური სამოგზაურო თვეებისგან შედარებით ნაკლებად დატვირთულად მიიჩნეოდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა