მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

რაჭისა და სვანეთის განვითარებისთვის ძირითადი საჭიროება სწორედ გასართობი სივრცეები და მაღალი კლასის განთავსების ობიექტებია - გიორგი დოლიძე

news image
mbc image

მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად გადამწყვეტი მნიშვნელობა პირდაპირ ფრენებს, მაღალი კლასის სასტუმროებსა და განვითარებულ ინფრასტრუქტურას აქვს, - მიიჩნევს HSC Group Hospitality-ის დირექტორი გიორგი დოლიძე. მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს აჩვენებს, თუმცა რეგიონებში, მათ შორის სვანეთსა და რაჭაში, მაღალი კლასის სასტუმროების დეფიციტი კვლავ გამოწვევად რჩება.

„მთავარი ამოსავალი წერტილი, რაც მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას გულისხმობს, პირდაპირ უკავშირდება მაქსიმალური კომფორტის შექმნას. ამ მიმართულებით ჩვენმა ქვეყანამ მყარი ნაბიჯები უკვე გადადგა. ჩვენ ვნახეთ პირდაპირი ფრენების დამატება, რაც უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია, როდესაც საუბარია მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე. ადამიანი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა სურს და მზადაა, მგზავრობაში მეტი გადაიხადოს, არჩევანს პირდაპირ რეისზე აკეთებს, რადგან მისთვის 3, 4 ან 5-საათიანი ფრენა სრულიად მისაღებია. აქედან გამომდინარე, ამ მიმართულებით ნაბიჯები მყარადაა გადადგმული და სფერო კიდევ უფრო ვითარდება. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში საქართველოში სხვადასხვა წამყვანი, მაღალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ფრენებსაც ვიხილავთ  როგორც თბილისისა და ბათუმის, ისე ქუთაისის მიმართულებით. სასტუმროების ჭრილში, როგორც აღვნიშნეთ, უკვე გვაქვს მაღალი კლასის ბრენდები და ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ეს სეგმენტი კიდევ უფრო გაფართოვდება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ის სხვა ფაქტორებთან ერთად უმთავრესია. თუ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა კარგად განვითარებული და მოწყობილი არ არის, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვისას მაინც გარკვეულ დისკომფორტს ვაწყდებით. ამ კუთხით ძალიან კარგია, რომ თვიდან თვემდე და კვარტლიდან კვარტლამდე მცირდება, მაგალითად, თბილისიდან ბათუმში გადაადგილების დრო.

ასევე მისასალმებელია, რომ ყაზბეგის მიმართულებით, რაც მოგზაურებს განსაკუთრებით აინტერესებთ, უახლოეს მომავალში ახალი გვირაბი გაიხსნება. ეს მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს ყაზბეგის მონახულებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს“, - აღნიშნა გიორგი დოლიძემ.

მისივე განმარტებით, რაჭასა და სვანეთს ტურისტული ინფრასტრუქტურისა და საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროების განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. გიორგი დოლიძის თქმით, შიდა ავიარეისების გაფართოება და რეგიონებში ახალი ბრენდული სასტუმროების გამოჩენა ტურისტული ნაკადების ზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

„სვანეთის ათვისება როგორც ზოგადი ინფრასტრუქტურის, ისე ტურისტული განთავსების ობიექტების მიმართულებით ცალსახად შესაძლებელია. დღეს ამ რეგიონში მაღალი კლასის ობიექტების ნაკლებობაა. მსგავსი ვითარებაა რაჭაშიც, სადაც ფაქტობრივად ჯერ კიდევ არ არის გახსნილი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების წყალობით, მგზავრობის დრო უკვე შემცირდა, თუმცა ჯერჯერობით არ გვყავს ის „პირველი მერცხალი“ - ბრენდული სასტუმრო, რომელიც ერთიორად გაზრდის დასაქმებას, რეგიონის პოპულარიზაციას და აამაღლებს სერვისის დონეს.

ლოკაციურადაც რომ შევხედოთ, სანამ სვანეთის მიმართულებით რეგულარული და ხშირი პირდაპირი ფრენები არ არის, ტურისტები ძირითადად სამარშრუტო ტაქსებითა თუ ავტომობილებით გადაადგილდებიან. მიუხედავად ამისა, ინტერესი იმდენად დიდია, რომ მოგზაურები ამ რეგიონს მაინც სტუმრობენ. გზის სირთულეს ვხედავთ თუშეთშიც, თუმცა ის ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვის შესანიშნავი მიმართულებაა.

ჩემი აზრით, რაჭაც არანაკლებ მნიშვნელოვანი რეგიონია. ახალი გზის წყალობით, თბილისიდან რაჭაში ჩასვლა ფაქტობრივად ნახევარ დროშია შესაძლებელი. ახლა მთავარია, რა დახვდება ადამიანს ადგილზე და რით გაერთობა. შესაბამისად, ამ ორივე რეგიონის განვითარებისთვის ძირითადი საჭიროება სწორედ გასართობი სივრცეები და მაღალი კლასის განთავსების ობიექტებია“, - განაცხადა გიორგი დოლიძემ.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image 2026 წლის III კვარტალში სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებელი გაიზარდა როგორც თბილისში, ისე ბათუმში | Galt & Taggart

22.10.2026.21:59

Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის 2026 წლის III კვარტლის შეჯამება" აქვეყნებს. 

ვიზიტების დინამიკა:

2026 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 3.3%-ით გაიზარდა და 2.6 მლნ შეადგინა. ვიზიტების რაოდენობა მოიცავს როგორც ტურისტულ, ისე ერთდღიან ვიზიტებს. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ რეკორდულ 2.1 მლნ-ს მიაღწია, რაც წლიურად 4.7%-იანი ზრდაა, ხოლო ერთდღიანი ვიზიტები 2.8%-ით შემცირდა და 0.5 მლნ შეადგინა.

ზრდა ძირითადად ევროკავშირიდან (+16.6% წ/წ), რუსეთიდან (+4.7% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+36.2% წ/წ) ვიზიტების მატებამ განაპირობა. აზერბაიჯანიდან ვიზიტების ზრდა მაისში ბაქო-თბილისის სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შემდეგ დაჩქარდა, ისრაელიდან ვიზიტები წლიურად 19.1%-ით გაიზარდა, რაც ირანის კონფლიქტთან დაკავშირებული ტურისტული შეფერხებების შემსუბუქებას და დაგროვილი სამოგზაურო მოთხოვნის რეალიზებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთიდანაც (+30.2% წ/წ), რასაც ხელი შეუწყო საჰაერო კავშირების გაუმჯობესებამ, მათ შორის ივლისში შანხაი-თბილისის პირდაპირი რეისების ამოქმედებამ.

ამავდროულად, ვიზიტები შემცირდა თურქეთიდან (-7.4% წ/წ), სომხეთიდან (-4.0% წ/წ) და ინდოეთიდან (-25.9% წ/წ). თურქეთიდან კლება ძირითადად ერთდღიანი ვიზიტების შემცირებამ გამოიწვია, ხოლო ინდოეთიდან ვიზიტების კლება კვლავ IndiGo-ს მიერ ფრენების შეწყვეტით იყო განპირობებული. სუსტი დინამიკა შენარჩუნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებიდანაც, მათ შორის საუდის არაბეთიდან ვიზიტები წლიურად 32.8%-ით შემცირდა.

2026 წლის 9 თვეში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა წლიურად 0.1%-ით გაიზარდა და 5.3 მლნ შეადგინა. საერთო მაჩვენებლის სტაბილურობის მიუხედავად, ტურისტული ვიზიტები 2.3%-ით გაიზარდა და 4.4 მლნ შეადგინა, ერთდღიანი ვიზიტები კი 9.0%-ით შემცირდა და 0.9 მლნ შეადგინა.

შემოსავლები ტურიზმიდან:

2026 წლის III კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 11.9%-ით გაიზარდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ზრდა ძირითადად რუსეთიდან (+32.3% წ/წ), ევროკავშირიდან (+30.2% წ/წ) და ისრაელიდან (+24.8% წ/წ), ასევე უკრაინიდან (+52.5% წ/წ) და აზერბაიჯანიდან (+18.6% წ/წ) მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა. ამასთან, ვიზიტების კლების შესაბამისად, შემცირდა შემოსავლები საუდის არაბეთიდან (-31.9% წ/წ) და თურქეთიდან (-11.5% წ/წ).

ჯამურად, 2026 წლის 9 თვეში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.4%-ით გაიზარდა და 3.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა