Radisson Hotel Group-მა 2023 წელს საკუთარი პორტფელისთვის 30 ათასზე მეტი ნომრის დამატებით რეკორდი დაამყარა
2023 წელს Radisson Hotel Group-მა 30000-ზე მეტი ნომერი დაამატა, რაც კომპანიისთვის რეკორდული მაჩვენებელი იყო.
კერძოდ, Radisson Individuals-ის ბრენდს დაემატა ისეთი ობიექტები, როგორიცაა Hotel Berlin, YAC Paris Clichy, Flightgate Munich Airport Hotel და სხვა.
გარდა ამისა, Radisson Blu-ს ბრენდმა 2023 წელს მე-12-ჯერ დაადასტურა თავისი სტატუსი, როგორც ყველაზე დიდი უმსხვილესი ბრენდი ევროპაში.
კოლექციის ბოლო ობიექტები წარმოდგენილია ფლორიდაში Porsche Design Tower.-ში ასევე გასულ თვეში ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ბრენდი წარმოდგენილი იქნება პარიზში, Tour Triangle კომპლექსში.
გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ London Marriott Twickenham სტადიონთან ახლოს მდებარე Twickenham-ის რემონტის შემდეგ სასტუმრო უკვე Radisson RED-ის ბრენდის ქვეშ იქნება.
„მადლობელი ვართ ჩვენი მფლობელებისა და კოლეგების, რომლებიც დაგვეხმარნენ წარმატების მიღწევაში 2023 წელს: საერთო ჯამში, ჩვენ გავაფორმეთ 250-ზე მეტი ხელშეკრულება მსოფლიოში და ჩვენი პორტფელი გაიზარდა 30000-ზე მეტი გასაღებით, რაც იყო ჩვენი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, - აღნიშნა Radisson Hotel Group-ის აღმასრულებელმა ვიცე პრეზიდენტმა და გლობალური განვითარების დირექტორმა
ელი იუნესმა.
სხვა სიახლეები
Air Canada სექტემბერ-ოქტომბერში რეკორდულ შემოსავალს ელის
20.08.2026.17:00
Air Canada-ს სექტემბრისა და ოქტომბრის შემოსავალი, სავარაუდოდ, ამ ორი თვისთვის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს, რადგან პრემიუმ კატეგორიის სულ უფრო მეტი მგზავრი ევროპასა და იაპონიაში ზაფხულის სიცხესა და ტურისტების სიმრავლეს გაურბის, - აცხადებს კომპანია.
ჩრდილოეთ ამერიკის მსხვილი ავიაკომპანიები ბოლო წლებში საკუთარ ბიზნესს სულ უფრო მეტად აფუძნებენ პრემიუმ კატეგორიის მგზავრებზე, კორპორაციულ კლიენტებსა და ლოიალობის პროგრამების წევრებზე, რადგან მათი შეფასებით, ტარიფების ზრდის შემთხვევაში ეს მომხმარებლები ხარჯების შემცირებას ნაკლებად მიმართავენ.
შემოდგომაზე საქმიანი მოგზაურობის მოთხოვნის ზრდა, პრემიუმ კატეგორიის დასასვენებელი მოგზაურების სამოგზაურო ჩვევების ცვლილებასთან ერთად, ავიაკომპანიების ხელმძღვანელების მოლოდინებს ზრდის იმ სეზონებთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე ივლისისა და აგვისტოს მსგავსი პიკური სამოგზაურო თვეებისგან შედარებით ნაკლებად დატვირთულად მიიჩნეოდა.