რეგიონების ტურისტული პოტენციალის განვითარება ხელს უწყობს ოთხივე სეზონზე მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტების შექმნას, რაც უზრუნველყოფს ტურისტული ნაკადების თანაბარ გადანაწილებას მთელი წლის განმავლობაში და ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარებას - ნატა კვაჭანტირაძე
რეგიონების ტურისტული პოტენციალის განვითარება ხელს უწყობს ოთხივე სეზონზე მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტების შექმნას, რაც უზრუნველყოფს ტურისტული ნაკადების თანაბარ გადანაწილებას მთელი წლის განმავლობაში და ოთხსეზონიანი ტურიზმის განვითარებას - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატა კვაჭანტირაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.
„ზოგადად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ მდგრადი ტურიზმის განვითარებაზე, მდგრადობა ნიშნავს ადამიანის კეთილდღეობას პირველ რიგში და ეს კეთილდღეობა ეხება ჩვენს რეგიონებსაც, არ უნდა იყოს მარტო ცენტრალიზირებული რა თქმა უნდა დედაქალაქების ან მაქსიმალურად ტურისტული რეგიონების აქტიური ჩართულობა ტურიზმის განვითარებაში და რა თქმა უნდა რეგიონების გააქტიურება ამ კუთხით გამოიწვევს ოთხი სეზონის ავტომატურად შექმნას იმ პროდუქტების რაც ზოგადად ოთხი სეზონის ტურიზმის განვითარებას სჭირდება. ამ ნაწილში ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ინიციატივაც, რადგანაც რეგიონებში ჩვენ ვხედავთ და გვაქვს ბევრი მუნიციპალიტეტი, გვაქვს ადგილობრივი მმართველობები, რომლებიც ფაქტობრივად მუშაობენ იმაზე რომ უზრუნველყონ ტურიზმის გააქტიურობა. ახლა ჩვენ რამოდენიმემ მოგვმართა და ძალიან მიხარია მათი მხრიდან აქტიურობა, რადგანაც ვფიქრობ რომ ჩვენ როგორც ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს როგორც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას, ასევე ტურისტული ტურ-ოპერატორების, ღვინის ქარხნების, ძალიან დივერსიფიცირებულია თვითონ ასოციაციის წევრებიც, მათი საჭიროებები უნდა განისაზღვროს ასევე რეგიონებთან მიმართებაში. თუ რეგიონებში ჩვენ შევქმნით სწორ მოლოდინს იმისას რომ ნებისმიერი ახალი ინფრასტრუქტურა, ნებისმიერი ახალი პროდუქტი მათ რეგიონს ძალიან გამოაცოცხლებს იქნება ძალიან უნიკალური მიდგომები თავისთავად კერძო-საჯარო თანამშრომლობის და ამ ნაწილში ვფიქრობ და არა მარტო ჩვენ როგორც ასოციაცია ვიქნებით აქტიური, არამედ სხვადასხვა უწყება, რომელიც როგორც განათლების ნაწილში ძალიან ბევრ რეგიონში გვაქვს ძალიან კარგი კოლეჯები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილობრივების სწავლების მაჩვენებლების გაზრდას და შესაბამისად იმავე რეგიონში დასაქმებას, მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ არის საკმარისი იმისთვის რომ ჩვენ დღეს არ ვისაუბროთ კადრის დეფიციტზე. კადრის დეფიციტი იქნება სულ მუდმივად თანმდევი იმის ფონზე მითუმეტეს როცა იზრდება სასტუმროების რაოდენობა და შესაბამისად, მომავალში დადგება კიდევ უფრო მწვავედ ეს საკითხი თუ დღეს არ დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან და შესაბამისად ვფიქრობ რომ ნებისმიერი უწყება, რომელიც უზრუნველყოფს პირველი ნაბიჯებიდან საჭიროებების გამოვლენას და ჩვენც როგორც ასოციაცია არცერთ ნაბიჯს არ ვდგამთ კვლევის გარეშე და ის ინიციატივები რომლებიც განათლებას უკავშირდება პირდაპირ არის დაკავშირებული ასოციაციის შიგნით და ზოგადად ინდუსტრის მოკვლევასთან დაკავშირებით თუ რა უნარები სჭირდებათ მათ ბიზნესის განვითარებისთვის და მასზე ვაგებთ უკვე ნებისმიერ ინიციატივას. მე მინდა მადლობა გადავუხადო სექტორის ყველა ჩართულ ორგანიზაციას, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბოლო პერიოდის კვლევებში იმიტომ რომ ეს გარკვეულ დროს და შესაძლებლობებს მოითხოვს. ასე რომ მაქსიმალური აქტიურობა ყველა დაინტერესებული მხარისგან გამოიწვევს უფრო მეტ შედეგს, უფრო დადებით მოლოდინს და რა თქმა უნდა ტურიზმი, როგორც ინდუსტრია, როგორც სექტორი ნამდვილად არის მომავლის დარგი.
სხვა სიახლეები
ჩინელი ტუროპერატორები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
22.07.2026.10:11
შანხაისა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების დანიშვასთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინელ ტუროპერატორებსა და ინფლუენსერებს უმასპინძლა.
გაცნობითი ტურის ფარგლებში საქართველოს ჩინური მედიისა და ტურისტული კომპანიების 12 წარმომადგენელი ეწვია. სტუმრები გაეცნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს, თბილისის მარშრუტებს, ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს.
საქართველოში ვიზიტის შემდეგ ტუროპერატორები შეიმუშავებენ ახალ მარშრუტებს და ჩინელ მოგზაურებს საქართველოს მიმართულებით ჯგუფურ ტურისტულ პაკეტებს შესთავაზებენ.
„ჩემთვის დიდი პატივია, რომ შანხაიდან თბილისის მიმართულებით პირვლეი ავიარეისით ვიმგზავრე. ჩვენ გავეცანით საქართველოს მიმართულებას, ძალიან გვახარებს თბილისის ულამაზესი ხედების ხილვა. მიღებულ შთაბეჭდილებებს სულ უფრო მეტ მგზავრს გავუზიარებთ, რათა მათ ჩვენი ავიკომპანიის საშუალებით ჩინეთიდან საქართველოში იმოგზაურონ. მოხარულნი ვართ, რომ გვეძლევა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა. ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ველოდებით, რომ მომავალში პარტნიორობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ”,-აცხადებს China Eastern Airlines-ის წარმომადგენელი სტივენ ლი.
„ვფიქრობ, ეს ახალი მარშრუტი საქართველოში ბევრ ჩინელ ტურისტს ჩამოიყვანს. რეალურად, ჩვენგან ცოტამ თუ იცის საქართველოს საოცარი ბუნებისა და შესანიშნავი კერძების შესახებ. მიმაჩნია, რომ ეს ახალი მარშრუტი ორმხრივად მომგებიანი იქნება. ჩემს გამომწერებს აუცილებლად ვურჩევ, რომ საქართველოს ეწვიონ”,-აღნიშნავს ტანგ ჯინგი, ინფლუენსერი ჩინეთიდან.
„პირველ რიგში გეტყვით რომ თბილისზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. უკან დაბრუნებისთანავე აქტიურად გავუწევ პოპულარიზაციას საქართველოს დედაქალაქს და ამ ტურისტულ მიმართულებას. მას შემდეგ, რაც პირდაპირი ფრენები დაიწყო ვფიქრობ ჩინეთიდან საქართველოში ბევრი მოგზაური ჩამოვა და ეს მიმართულება უფრო პოპულარული გახდება. ვფიქრობ, მომავალ წელს ჩვენმა სააგენტომ თვეში 4 ტურისტული ჯგუფი გამოაგზავნოს საქართველოში, თითო ჯგუფში დაახლოებით 20 ადამიანი იქნება. ჩვენ ამ მიმართულების პოპულარიზაციას აქტიურად გავუწევთ“,-ამბობს Shanghai Zongxing Group Travel Agency-ის წარმომადგენელი ვუ სიაო იანი.
China Eastern Airlines-მა შანხაი-თბილისი-შანხაის მიმართულებით პირდაპირი რეისები 15 ივლისიდან დაიწყო. ავიაკომპანიის ბორტი საქართველოს მიმართულებით კვირაში სამჯერ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას დაფრინავს.