როდესაც ადამიანი ახალი დანიშნულების ადგილს არჩევს სამოგზაუროდ, რა თქმა უნდა, არჩევანს გააკეთებს იმ ადგილზე, სადაც პირდაპირი რეისია, სადაც სავიზო რეჟიმი არ მოქმედებს. საქართველო ჩინელებისთვის სწორედ ასეთი ახალი დანიშნულების ადგილია - მაია ომიაძე
გუშინ ნამდვილად ისტორიული დღე იყო. ეს არის პირველი შორ მანძილზე ფრენა, რომელიც საქართველოს ისტორიაში შესრულდა. შანხაი-თბილისის მიმართულებით გუშინ საღამოს დაეშვა რეისი, რომელიც 98%-იანი დატვირთულობით იყო და უნდა აღინიშნოს, რომ შემდეგი რეისები სრულად სავსეა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
მისი თქმით, საქართველოს მიმართ ჩინელი ტურისტების დაინტერესება ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის არის უვიზო მიმოსვლა და პირდაპირი რეისები.
მაია ომიაძის განცხადებით, ბოლო წელს 44%-ით გაიზარდა ჩინეთიდან ვიზიტორების რაოდენობა.
მისი თქმით, ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ შანხაისთან პირდაპირი რეისები სტატისტიკას მნიშვნელოვნად გაზრდის.
„როდესაც ადამიანი ახალი დანიშნულების ადგილს არჩევს სამოგზაუროდ, რა თქმა უნდა ბიუროკრატიულად, რომელიც უფრო მარტივია, იმას აირჩევს და რა თქმა უნდა არჩევანს გააკეთებს იმ ადგილზე, სადაც პირდაპირი რეისია, სადაც სავიზო რეჟიმი არ მოქმედებს. საქართველო ჩინელებისთვის სწორედ ასეთი ახალი დანიშნულების ადგილია, სადაც მიმოსვლა მარტივია, სადაც უვიზო რეჟიმია და სადაც სტუმარ-მასპინძლობა უმაღლეს დონეზეა“, - განაცხადა მაია ომიაძემ.
სხვა სიახლეები
Let's Visit Georgia – ნიდერლანდებში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან
17.07.2026.11:20
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, მაღალრეიტინგულმა ნიდერლანდურმა ტელევიზიამ, RTL 4-მა, საქართველოს შესახებ ვრცელი გადაცემა „Let’s Visit Georgia“ მოამზადა.
კამპანია, რომელიც ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით ხორციელდება, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ცნობადობის ზრდას და ქვეყნის, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების, პოზიციონირების გაძლიერებას.
საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემა და 7 ვიდეორგოლი, RTL 4-თან ერთად, ნიდერლანდებში პოპულარული ონლაინპლატფორმა Videoland-ითა და სოციალური ქსელებით გავრცელდა. გადაცემის დამატებითი ჩვენების შემდეგ მას, ჯამურად, მილიონამდე მაყურებელი იხილავს.
ნიდერლანდური მედიის წარმომადგენლები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედიატურის ფარგლებში იმყოფებოდნენ. გადაღებები თბილისში, სიღნაღში, ვაშლოვანის ეროვნულ პარკში, მცხეთასა და სტეფანწმინდაში მიმდინარეობდა.
გადაცემაში წარმოდგენილი იყო ქართული კულტურა, ღვინო, კერძები და ტურისტული ადგილები.