როდესაც ,,ტრამპ თაუერ თბილისის” მსგავსი მეგაპროექტები ხორციელდება საქართველოში ეს პირდაპირ და ირიბ გავლენას ახდენს ტურიზმზე, საქართველოს ცნობადობაზე და ძალიან რეპუტაციულია - მაია ომიაძე
,,როდესაც ,,ტრამპ თაუერი თბილისის” მსგავსი მეგაპროექტები საქართველოში ხორციელდება, ეს პირდაპირ და ირიბ გავლენას ახდენს ტურიზმზე, საქართველოს ცნობადობაზე, ძალიან რეპუტაციულია და შესაბამისად ქვეყანაში სადაც "ტრამპ თაუერი" არსებობს რა თქმა უნდა ბევრად მეტად მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტიც ჩამოვა , - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.