როდიდან დაიწყებენ Edelweiss Air-ი და EasyJet-ი შვეიცარიიდან საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით ფრენებს
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმებით, 2025 წლის 12 აპრილიდან, ციურიხსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება, რომელსაც განახორციელებს Lufthansa-ს ჯგუფში შემავალი ავიაკომპანია Edelweiss Air. როგორც შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, ფრენები შესრულდება რეგულარულად, კვირაში ორი სიხშირით.
„ასევე აღსანიშნავია, რომ ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet 2025 წლის 31 მარტიდან პირდაპირ ფრენებს განახორციელებს ჟენევა-თბილისი-ჟენევის მიმართულებით, კვირაში ორი, რეგულარული სიხშირით“, - განმარტავენ საელჩოში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა
27.11.2026.18:25
ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.
კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.