მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს - Financial Times

news image
mbc image

საქართველოდს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში,გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Financial Times სტატიას აქვეყნებს სათაურით „როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს“. სტატიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე წარმატებული ტურისტული სეზონის შესახებ საუბრობს, მისი თქმით, ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია კონცეტრირება მაღალმხარჯველ ტურისტულ სეგმენტზე და არა რაოდენობაზე. 

„ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ისეთი მოგზაურები, რომლებიც ჩვენს ავთენტურობასა და  კულტურას აფასებენ. ჩვენ  ვანვითარებთ ინფრასტრუქტურას, სერვისს, ამავდლორულად ვინარჩუნებთ საქართველოს უნიკალურ მემკვიდრეობას, მრავალფეროვან ბუნებას, ჩვენი ხალხის სტუმარმასპინძლობას“,-აცხადებს მაია ომიაძე. 

სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს გამორჩეული ბუნება და კულტურა:  „არქიტექტურულად გამორჩეული თბილისის გარდა, საქართველოს აქვს შავი ზღვის სანაპიროები, თოვლით დაფარული მწვერვალები, მთებზე შეფენილი შუა საუკუნეების კოშკები და ციცაბო კლდეებში ნაკვეთი მონასტრები“.

როგორც Financial Times წერს, საქართველოში 2025 წლის პირველ სამ კვარტალში 6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შედგა, რაც სექტორის შემდგომი ზრდის პოტენციალს წარმოაჩენს.  

„2024 წელს ტურიზმის სექტორმა 4.4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც 2023 წელთან შედარებით +7.3 %-ით მეტია“-წერს გავლენიანი გამოცემა.

 როგორც ომიაძე აღნიშნავს, ეს არის დივერსიფიცირებული ტურისტული ეკონომიკის შექმნის კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილია.

 „ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება ვრცელდება თბილისის გარეთ, მთის სოფლებიდან ვენახებამდე და ზღვის სანაპირომდე. საქართველო რეგიონებში აქტიურად ახორციელებს ინვესტიციას ინფრასტრუქტურისა და პროდუქტის განვითარებაში, რომ ტურიზმიდან მიღებული სარგებელი უფრო თანაბრად გადანაწილდეს“,-აღნიშნავს მაია ომიაძე.  

სტატიაში დიდი ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, მეღვინეობის 8 ათასწლოვან ისტორიას, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა.

როგორც გამოცემა წერს, 2024 წელს, საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც  565 მილიონი დოლარია და  წინა წელთან შედარებით 24 %-ით მეტია.

„ბოლო 10-15 წელში, ქართულ მეღვინეობაში დიდი ცვლილებები შეინიშნება. შეგიძლიათ შეამჩნიოთ სტილის, ხასიათისა და ინდივიდუალური მეღვინეების მიდგომის უზარმაზარი მრავალფეროვნება. ერთი მხრივ, მეღვინეობა სრულად მოდერნიზებული და მომზადებულია ტრადიციული წარმოებისთვის, მეორეს მხრივ, ტრადიციული მეღვინეობა გრძელდება, რაც ჩვენი კულტურის ამ ნაწილს ცოცხლად ინარჩუნებს“, - ამბობს ქართველი ღვინის ექსპერტი ირაკლი ჩოლობარგია.  

https://www.ft.com/content/8d3a12fe-7ec0-421c-8dd7-836f4e7ef21c?edit=true

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ტურიზმი
image საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქუვეითსა და კატარში როუდშოუები გამართა

27.11.2026.18:25

ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

კამპანიის ფარგლებში, ქუვეითსა და კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ როუდშოები, პრეზენტაციები და B2B შეხვედრები ჩატარდა. 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ღონისძიებებს ქუვეითში ტურისტული კომპანიების 80, ხოლო კატარში 120-მდე წარმომადგენელი დაესწრო. ქართულმა კომპანიებმა ქუვეითისა და კატარის ტურისტულ კომპანიების საკუთარი პროდუქტები და შეთავაზებები გააცნეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როუდშოუს ფარგლებში მოლაპარაკებები გაიმართსა ავიაკომპანია „Jazeera Airways“-ისა და „Qatar Airways“-ის წარმომადგენლებთან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა